ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები აკტაუს მიმართულებით

აკტაუ

ზაფხულის ცხელ და ენერგიით სავსე სეზონზე უამრავი მხარის მონახულება შეიძლება სიამოვნებით. მსოფლიოს უამრავი კუთხე სწორედ წელიწადის ამ პერიოდში იღებს ყველაზე მეტ ტურისტს და ტურისტული ეპიცენტრები მართლაც ვერ აუდიოს დამთვალიერებელთა ნაკადებს.

სწორედ ასეთ შემთხვევაში სჯობს რაიმე უფრო წყნარი, თუმცა იგივე დოზით საინტერესო ქალაქების მონახულება და მათი არაორდინალური იერით დატკბობა.

ასეთი ლოკაციების ნამდვილ საბადოს კი არც მეტი და არც ნაკლები, თვით ყაზახეთი წარმოადგენს. ამ ქვეყნის მთავარ საგანძურად მისი დედაქალაქი ითვლება ბოლო დეკადების განმავლობაში, თუმცა ეს მხარე ისეთ საინტერესო ქალაქებსაც მოიცავს, როგორიც აკტაუა.

ავიაბილეთები აკტაუს მიმართულებით გაფრენის მსურველებს საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ კასპიის ზღვის მოსაზღვრე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი. ამ ლოკაციის სახელი ყაზახურად თეთრ მთას ნიშნავს, რითიც მისი ის კლდეებია აღწერილი, რომელიც სწორედ კასპიის ზღვას გადაჰყურებს.

აქ არ მოგაკლდებათ ზღვის ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალება მყუდრო ქუჩებში სეირნობის დროს და თანაც ადგილობრივებისგან საკმაოდ თბილი დამოკიდებულებითაც ისიამოვნებთ. აღსანიშნა   ვია, რომ ამ ისტორიულ და საინტერესო ქალაქს 1964 წლიდან 1991 წლამდე შევჩენკო ეწოდებოდა.

აკტაუში გაფრენა საქართველოს დედაქალაქიდან გაფრენის მსურველებს ავია კომპანია SCAT AIRLINES-ის მომსახურეობის მიღების შემთხვევაში ყველაზე უფრო მისაღებ ფასად შეუძლიათ. ამ შემთხვევაში სკატ ავიახაზები მომხმარებელს 400 ლარიდან 600 ლარის ფარგლებში სთავაზობენ ავიაბილეთებს აკტაუს მიმართულებით.

თბილისი აკტაუ

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 დეკემბერი 202428 დეკემბერი 2024SCATავიაბილეთები 822 -დან
2 იანვარი 20254 იანვარი 2025SCATავიაბილეთები 663 -დან
25 მარტი 202529 მარტი 2025SCATავიაბილეთები 595 -დან

თანაც, აღნიშნული მომსახურეობა მოიცავს პირდაპირი რეისით ჩაფრენას აკტაუს საერთაშორისო აეროპორტში, სულ რაღაც 1 საათში. ეს მართლაც იდეალური გზაა საინტერესო და არაორდინალური საპორტო ქალაქის მოსანახულებლად.

ყაზახეთის მომხიბვლავ საპორტო ქალაქში ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ გადაფრინდეთ.

ამ შემთხვევაში საუკეთესო ფასად მომსახურეობას ავია კომპანია AZAL-ი გაგიწევთ. მათი აქციების მიხედვით, ავიაბილეთები აკტაუს მიმართულებით საქართველოს საპორტო ქალაქიდან გაფრენის მსურველებმა შეგიძლიათ 700-დან 800 ლარამდე საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეიძინოთ.

ულამაზესი ხედების მქონე აკტაუს დასათვალიერებლად ზაფხულის სეზონი მართლაც საუკეთესო დროა, რაც ამ ავიაბილეთებს კიდევ უფრო ღირებულს ხდის. 

ბათუმი აკტაუ

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 იანვარი 20254 იანვარი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 328 -დან
22 აპრილი 20256 მაისი 20253 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 834 -დან
Exit mobile version