ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Austrian Airlines -მა ვენა თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ავსტრიის ავიახაზები

ვენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმაერთულებით დაგეგმილი პირველი პირდაპირი რეისი ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines -მა უკვე განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავსრიის ავიახაზებთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა და ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი ვენა ვენა თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით –  Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებით განახორციელებს.

თბილისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ნოემბერი 202428 ნოემბერი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 878 -დან
12 დეკემბერი 202415 დეკემბერი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 275 -დან
5 იანვარი 202512 იანვარი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 719 -დან

 

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Austrian Airlines georgia ქართული ავიაბაზრისთვის სიახლეა, ხოლო ავსტიის დედაქალაქი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი კუთხით.

„თბილისის აეროპორტში 2 მაისს, გამთენიისას მივიღეთ Austrian Airlines tbilisi -ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 2 წლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენაში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. მოხარულები ვართ, რომ პირველ ფრენაზე ყველა ავიაბილეთი გაყიდული იყო და ბორტი სრული დატვირთვით ჩამოფრინდა, რაც დასტურია, რომ ავსტრიის დედაქალაქი ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ავსტრიის ავაიხაზები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისათვის, რომ ჩვენს მგზავრებს მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა ჰქონდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თბილისი აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი – 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES -ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

შეიძინე ვენის ავიაბილეტები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

Exit mobile version