Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France თბილისსა და პარიზს შორის იწყებს ფრენებს

Transavia France

ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France, რომელიც Air France-KLM Group-ის ნაწილია, 2025 წლის აპრილიდან დაიწყებს რეგულარულ პირდაპირ ფრენებს პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზის ავიაბილეთის შეძენა 79 ევროდანაა შესაძლებელი. ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ფრენის განრიგი:

აქამდე, პარიზსა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს Air France და Georgian Airways ახორციელებდნენ, ახლა კი მათ რიგს Transavia France უერთდება, რომელიც მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტურ და მოქნილ ალტერნატივას სთავაზობს.

პირდაპირი ფრენები - თბილისი → პარიზი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
24 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 2026Transavia Franceთბილისი პარიზი
22 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Georgian Airwaysთბილისი პარიზი
1 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Georgian Airwaysთბილისი პარიზი
19 იანვარი 202726 იანვარი 2027Georgian Airwaysთბილისი პარიზი

 

Transavia France-ის სათაო ოფისი პარიზის ორლის აეროპორტში მდებარეობს და იგი 2006 წელს დაარსდა. ავიაკომპანია აქტიურად ავითარებს თავის ფლოტს და 2025 წლის ზაფხულისთვის მის შემადგენლობაში 87 თვითმფრინავი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტრანსავია -მა ამ მიმართულების დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წარმატებით დაიწყო ფრენები სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს კომპანიის მიზანს, გააფართოოს თავისი ყოფნა კავკასიის რეგიონში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Transavia -ს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყობო ხელი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას. ამასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე, აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით საფრანგეთიდან, ვიზიტორების მოზიდვა სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. საქართველოს ტურისტული სექტორი აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთის სხვადასხვა გამოფენებში და აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს ამ ქვეყანაში.

ახალი მარშრუტის დამატება არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს, არამედ გააძლიერებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

შეიძინე Transavia -ს ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკე:  551 907 907

Exit mobile version