Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ანადოლუჯეტი / Anadolujet Airlines

ანადოლუჯეტი

Anadolujet Airlines-ი თურქეთის ავიახაზების შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც 2008 წლის 23 აპრილს დაარსდა. ავიაკომპანიას ორი მთავარი ბაზა აქვს ანკარის ესენბოგასა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებში.

ანადოლუჯეტი, ძირითადად, შიდა ფრენებს ახორციელებს, თუმცა რამდენიმე მიმართულებით ჩრდილოეთ კვიპროსში და დასავლეთ ევროპაშიც ოპერირებს. მისი მიმართულებების რაოდენობა 2020 წლის იანვრის მონაცემებით 42-მდე აღწევს. რეგიონული ფრენები სრულდება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა : ადანა, ანკარა, ანტალია, ბურსა, იზმირი და სხვა. ხოლო საერთაშორისო ფრენები სრულდება ერჩანის (ნიქოზია) და ლონდონის სტანსტედის აეროპორტის მიმართულებით.

რაც შეეხება ფლოტს, Anadolujet-ი 39 ხომალდს მოიცავს, რომელშიც როგორც Airbus-ის ტიპის, ისე Boeing-ის და Embraer-ის ტიპის ხომალდები შედის.

2020 წლის მარტიდან ავიაკომპანია იმ 20 საერთაშორისო რეისზე დაიწყებს ოპერირებას, რომელსაც Turkish Airlines-ი საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ასრულებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, რომ Anadolujet-ი თბილისის და საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებს შორის იწყებს ოპერირებას. რეისების განხორციელება 2020 წლის 29 მარტიდან იწყება და ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.

ავიაბილეთების ღირებულება კი საკმაოდ მისაღები იქნება, რადგან ანადოლუჯეტი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა.ორი გზის ავიაბილეთს 280 ლარადაც კი გვთავაზობს.

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
27 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 412 -დან
12 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 406 -დან
10 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 419 -დან
29 იანვარი 202731 იანვარი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 408 -დან
10 თებერვალი 202714 თებერვალი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 418 -დან
25 მარტი 202731 მარტი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
23 აპრილი 202728 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 406 -დან
11 მაისი 202711 მაისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 408 -დან
7 ივნისი 202712 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან
13 ივლისი 202718 ივლისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 424 -დან
2 აგვისტო 20277 აგვისტო 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 407 -დან
27 სექტემბერი 20275 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 487 -დან
Exit mobile version