ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ალიტალია / Alitalia Airline

ალიტალია

ალიტალია იტალიის ფლაგმან საერთაშორისო ავიაკომპანიას წარმოადგენს. მისი კომფორტული და თანამედროვე თვითმფრინავები ამჟამად ანხორციელებენ ფრენებს 26 ადგილობრივი და 69 საერთაშორისო ლოკაციის მიმართულებით. ცნობილი ავიახაზების მომმხარებელთა რიგი თანდათანობით იზრდება და საკმაოდ დიდ რიცხვს აღწევს. ასეთი წარმატებული შედეგის მიღწევაში იტალიური ავია კომპანიის საჰაერო ფლოტი ერთ–ერთი მთავარი წინამორბედია.

Alitalia–ს წარმომადგენლებმა სრულიად მოახდინეს მათი საჰაერო ფლოტის განახლება, რითაც საკმაოდ მნიშვნელოვნად გამოირჩევიან მათი კონკურენტი ავია კომპანიებისგან. ისინი გრძელ დისტანციაზე განსახორციელებელი საერტაშორისო ფრენებისთვის Boeing B777–ის ტიპის თვითმფრინავებს იყენებენ. საშუალო დისტანციის რეისებზე საფრენად კი ავია კომპანიას Airbus A330–ის ტიპის თვითმფრინავები ჰყავს შეძენილი. ჯამში ალიტალიას თანამედროვე და განახლებული საჰაერო ფლოტი შედგება 97 კომფორტული და მოხერხებული თვითმფრინავისგან.

ცნობილი იტალიური ავია კომპანიის სათაო ოფისი და მთავარი საჰაერო ბაზა იტალიის დედაქალაქში, რომის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნული ავიახაზები თავდაპირველად 1999 წლის 12 მარტს დაარსდა. თუმცა, ბოლო 2 დეკადის განმავლობაში ავიაკომპანიამ რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი და ასევე სახელიც, რის პარალელურადაც მისი ბრენდის ქვეშ რამდენიმე სხვა ავია კომპანიაც გააერთიანა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო იტალიურმა ბრენდმა ევროპის მასშტაბით ახალი რეისების აქტიურად განხორციელება და ასევე უკვე დიდი ხანია რაც ქართულ ავია სივრცეში ოპერირებს.

ალიტალია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან მრავალი ცნობილი ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებს კომფორტულ რეისებს. მაგალითად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცნობილი იტალიური ავიახაზები რომის მიმართულებით საკმაოდ მისაღებ ფასად გაგაფრენთ. მათ რეისზე მოხვედრა იტალიის დედაქალაქში ჩასვლის მსურველებს 550–დან 600 ლარამდე თანხის გადახდის შემთხვევაში შეეძლებათ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის შემთხვევაში თქვენ ასევე შეძლებთ Alitalia-ს წარმომადგენლებისგან შეიძინოთ ავიაბილეთები 650–დან 700 ლარის ფარგლებში ისეთი ულამაზესი ქალაქის მოსანახულებლად, როგორიც ბოლონიაა.

ყველაზე მოხერხებული და იაფი ავიაბილეთების საყიდლად თქვენ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ესტუმროთ. ეს ვებგვერდი და მისი მობილური აპლიკაცია გახლავთ ყველაზე სწრაფი გზა იაფი ავიაბილეთების კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად შესაძენად.

Exit mobile version