როგორც უკვე ცნობილია, თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet -ი, რომელიც Turkish Airlines -ის შვილობილი ავიაკომპანიაა, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 31 მარტიდან დიწყებს. რეისები სტამბოლი თბილისი თბილისი სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. კომპანიამ ავიაბილეთების გაყიდვა რამდენიმე კვირის უკან დაიწყო და მგზავრებს გარკვეული სააქციო შეთავაზებაც გაუკეთა.
თუ კი, აჯეტი -ს რეისით გეგმავთ ეწვიოთ სტამბოლს, ან ისარგებლოთ ავიაკომპანის ფრენით, აწყობილ რეისებზე, სტამბოლის გავლით, გაეცანით ბარგის პოლიტიკას და დაგეგმე ფრენა მარტივად.
უნდა აღინიშნოს, რომ AJet -ის ყველა ავიაბილეთი 8 კგ-მდე ხელბარგს მოიცავს. ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა 4 სახის ბილეთს აერთიანებს, ესენია: BASIC, ECOJET, FLEX და PREMIUM.
მოდით, განვიხილოთ, რას მოიცავს და რის საშუალებას გვაძლევს თითოეული მათგანი.
AJet BASIC ბილეთი:
• 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი
AJet ECOJET ბილეთი:
• 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი
• 1 ცალი 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე
AJet FLEX ბილეთი:
• 1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი
• 1 ცალი 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• სავარძლების სტანდარტული შერჩევა
• ბილეთის გადაცვლა ჯარიმების გარეშე
• თანხის დაბრუნება ჯარიმით
AJet PREMIUM ბილეთი:
1 ცალი 8 კგ-მდე ხელბარგი
• 1 ცალი 25 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• სასურველი ადგილის არჩევა
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე (დაგეგმილ ფრენამდე)
• თანხის მოქნილი დაბრუნება (დაგეგმილ ფრენამდე)
• კვება