ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანიები, რომლებიც ყველაზე ხშირად კარგავენ ბარგს – British Airways, Wizz Air , Ryanair და სხვა

lost luggage

საერთაშორისო მოგზაურობა ხშირად გაუთვალისწინებელ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ბარგის დაკარგვა ან დაზიანებაა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ავლენს, თუ რომელი ავიაკომპანიები უმკლავდებიან ამ პრობლემას ყველაზე წარმატებით და რომელთათვის რჩება ის კვლავ მთავარ გამოწვევად.

კვლევებმა, რომელიც მგზავრების შეფასებებს (Trustpilot) და მედიაში გავრცელებულ მონაცემებს ეყრდნობა, საკმაოდ მოულოდნელ შედეგებს გვიჩვენებს.

ლიდერი და აუტსაიდერი ავიაკომაპნიები

ბევრისთვის გასაკვირად, ყველაზე საიმედო ავიაკომპანიად დაბალბიუჯეტიანი Ryanair დასახელდა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 1000 მგზავრზე ბარგის დაკარგვის მხოლოდ 1.2 შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჩემოდნის გაუჩინარების რისკი მხოლოდ 0.12%-ია.

რეიტინგში მეორე პოზიცია Jet2-მა დაიკავა (1.5 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე, 0.15%-იანი ალბათობა), მას კი Virgin Atlantic მოსდევს, სადაც ეს მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს.

ანტირეიტინგის სათავეში British Airways მოექცა. ამ კომპანიის შემთხვევაში, ყოველ 1000 მგზავრზე 21 დაკარგული ან არასწორად დამუშავებული ბარგი მოდის, რაც 2.1%-იან რისკს უდრის. პრობლემური ავიაკომპანიების სიაში ასევე მოხვდნენ TUI (6 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე), Wizz Air (5 ერთეული) და easyJet (2.8 ერთეული).

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი17 ივნისი 202623 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 493 -დან
ალმაატა2 ოქტომბერი 20266 ოქტომბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 124 -დან
ამსტერდამი11 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 757 -დან
ანკარა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 377 -დან
ათენი22 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 529 -დან
აბუ დაბი23 ივნისი 202630 ივნისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 911 -დან
ანტალია13 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026SunExpressავიაბილეთები 502 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 273 -დან
ბელგრადი18 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 882 -დან
ბერლინი17 ივნისი 202624 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 969 -დან

 

აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კატეგორიულად არ ეთანხმება კვლევის მეთოდოლოგიას და მას „სტატისტიკურად დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბარგის უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია და მსგავსი პუბლიკაციები უსამართლოდ აყენებს ჩრდილს მათი თანამშრომლების ძალისხმევას.

ზოგადი სტატისტიკა

საავიაციო ტექნოლოგიური კომპანია SITA-ს მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით 33.4 მილიონი ერთეული ბარგი დაიკარგა.

ევროპაში ბარგის დაკარგვის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. თუმცა, პოზიტიური ტენდენციაც შეინიშნება: თუ 2022 წელს 1000 მგზავრზე 15.7 დაკარგული ბარგი აღირიცხებოდა, 2024 წლისთვის ეს რიცხვი 12.3-მდე შემცირდა. ეს პროგრესი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ 2024 წელს ევროპამ მგზავრების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რამაც ბარგის გადაზიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version