ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანიები, რომლებიც ყველაზე ხშირად კარგავენ ბარგს – British Airways, Wizz Air , Ryanair და სხვა

lost luggage

საერთაშორისო მოგზაურობა ხშირად გაუთვალისწინებელ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ბარგის დაკარგვა ან დაზიანებაა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ავლენს, თუ რომელი ავიაკომპანიები უმკლავდებიან ამ პრობლემას ყველაზე წარმატებით და რომელთათვის რჩება ის კვლავ მთავარ გამოწვევად.

კვლევებმა, რომელიც მგზავრების შეფასებებს (Trustpilot) და მედიაში გავრცელებულ მონაცემებს ეყრდნობა, საკმაოდ მოულოდნელ შედეგებს გვიჩვენებს.

ლიდერი და აუტსაიდერი ავიაკომაპნიები

ბევრისთვის გასაკვირად, ყველაზე საიმედო ავიაკომპანიად დაბალბიუჯეტიანი Ryanair დასახელდა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 1000 მგზავრზე ბარგის დაკარგვის მხოლოდ 1.2 შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჩემოდნის გაუჩინარების რისკი მხოლოდ 0.12%-ია.

რეიტინგში მეორე პოზიცია Jet2-მა დაიკავა (1.5 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე, 0.15%-იანი ალბათობა), მას კი Virgin Atlantic მოსდევს, სადაც ეს მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს.

ანტირეიტინგის სათავეში British Airways მოექცა. ამ კომპანიის შემთხვევაში, ყოველ 1000 მგზავრზე 21 დაკარგული ან არასწორად დამუშავებული ბარგი მოდის, რაც 2.1%-იან რისკს უდრის. პრობლემური ავიაკომპანიების სიაში ასევე მოხვდნენ TUI (6 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე), Wizz Air (5 ერთეული) და easyJet (2.8 ერთეული).

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 მარტი 202630 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 313 -დან
ალმაატა12 თებერვალი 202719 თებერვალი 2027Air Astanaავიაბილეთები 968 -დან
ამსტერდამი18 ივნისი 202621 ივნისი 2026Transaviaავიაბილეთები 587 -დან
ანკარა24 მარტი 202627 მარტი 2026AJetავიაბილეთები 334 -დან
ათენი15 მარტი 202618 მარტი 2026Sky Expressავიაბილეთები 469 -დან
აბუ დაბი17 აპრილი 202624 აპრილი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 755 -დან
ანტალია16 მარტი 202626 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 317 -დან
ბაჰრეინის კუნძული17 დეკემბერი 202624 დეკემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 804 -დან
ბაქო7 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 282 -დან
ბელგრადი11 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 800 -დან

 

აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კატეგორიულად არ ეთანხმება კვლევის მეთოდოლოგიას და მას „სტატისტიკურად დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბარგის უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია და მსგავსი პუბლიკაციები უსამართლოდ აყენებს ჩრდილს მათი თანამშრომლების ძალისხმევას.

ზოგადი სტატისტიკა

საავიაციო ტექნოლოგიური კომპანია SITA-ს მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით 33.4 მილიონი ერთეული ბარგი დაიკარგა.

ევროპაში ბარგის დაკარგვის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. თუმცა, პოზიტიური ტენდენციაც შეინიშნება: თუ 2022 წელს 1000 მგზავრზე 15.7 დაკარგული ბარგი აღირიცხებოდა, 2024 წლისთვის ეს რიცხვი 12.3-მდე შემცირდა. ეს პროგრესი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ 2024 წელს ევროპამ მგზავრების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რამაც ბარგის გადაზიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version