ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Air Baltic-მა ბათუმი-რიგას მიმართულებით ფრენები განაახლა

airbaltic georgia

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic -მა ბათუმის აეროპორტი -დან რიგის მიმართულებით ფრენები განაახლა. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისით ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.

2023 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში ეარბალტიკი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე კვირაში 2-ჯერ შეასრულებს ფრენებს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air Baltic-ი რეგულარულ რეისებს რიგა- თბილისის მიმართულებაზეც ასრულებს. ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 5 სიხშირით სრულდება.

ბათუმი რიგა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 ივლისი 202428 ივლისი 2024airBalticავიაბილეთები 1 131 -დან

 

რიგა ლატვიის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქია და ამასთანავე, ის ქვეყნის დედაქალაქს წარმოადგენს. რიგაში უამრავი რამაა სანახავი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ ძველი ქალაქი, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და გამორჩევა თავისი უნიკალური შენობა-ნაგებობებითა და არქიტექტურული შედევრებით.

ქალაქის ამ შესანიშნავ ნაწილში ასევე შეხვდებით მრავალ კაფესა და რესტორანს, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ დაჰყოთ მთელი დღე  და ისიამოვნოთ თქვენი მოგზაურობით.

გამოიყენეთ შანსი და გაემგზავრეთ ამ მშვენიერი დანიშნულების ადგილზე, უკვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან.

რიგის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version