ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic -მა ბათუმის აეროპორტი -დან რიგის მიმართულებით ფრენები განაახლა. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისით ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.
2023 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში ეარბალტიკი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე კვირაში 2-ჯერ შეასრულებს ფრენებს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air Baltic-ი რეგულარულ რეისებს რიგა- თბილისის მიმართულებაზეც ასრულებს. ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 5 სიხშირით სრულდება.
რიგა ლატვიის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქია და ამასთანავე, ის ქვეყნის დედაქალაქს წარმოადგენს. რიგაში უამრავი რამაა სანახავი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ ძველი ქალაქი, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და გამორჩევა თავისი უნიკალური შენობა-ნაგებობებითა და არქიტექტურული შედევრებით.
ქალაქის ამ შესანიშნავ ნაწილში ასევე შეხვდებით მრავალ კაფესა და რესტორანს, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ დაჰყოთ მთელი დღე და ისიამოვნოთ თქვენი მოგზაურობით.