ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Air Samarkand ავიაკომპანია ეარ სამარყანდი

Air Samarkand

Air Samarkand არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 2022 წლის აპრილში ქალაქ სამარყანდში. მისი მიზანია კომფორტული და ხელმისაწვდომი ფრენების უზრუნველყოფა როგორც უზბეკეთის მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო მგზავრებისთვის. კომპანია ოპერირებს სამარყანდის ახალი საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც ითვლება ყველაზე თანამედროვე და მეორე ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ქვეყანაში.

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს Air Samarkand?

Air Samarkand რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე. მისი მარშრუტების ქსელი მუდმივად ფართოვდება, რაც სამარყანდის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს სხვადასხვა პოპულარული მიმართულებით მოგზაურობას უმარტივებს. ამ დროისთვის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: საუდის არაბეთი, ისრაელი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, თურქეთი, ვიეტნამი და სხვ. გარდა ამისა, ავიაკომპანია გეგმავს ქსელის გაფართოებას ჩინეთში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, და სამხრეთ კორეაში, ასევე აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მიმართულებებზე.

აღსანიშნავია, რომ Air Samarkand -მა ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ახლახან დაიწყო და პირველი პირდაპირი რეისი ტაშკენტიდან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით 2025 წლის 18 მაისს განახორციელა. ტაშკენტიდან  ბათუმის აეროპორტი -ს მიმართულებით კი ფრენებს 24 მაისიდან შემოგვთავაზებს.

თბილისი ტაშკენტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 მაისი 202527 მაისი 2025Centrum Airავიაბილეთები 1 154 -დან
5 ივნისი 202515 ივნისი 2025Centrum Airავიაბილეთები 913 -დან
24 ივლისი 202531 ივლისი 2025Centrum Airავიაბილეთები 1 067 -დან
17 აგვისტო 202531 აგვისტო 2025Centrum Airავიაბილეთები 982 -დან

Air Samarkand-ის ფლოტი

კომპანიის ფლოტი შედგება სამი თანამედროვე Airbus ტიპის თვითმფრინავისგან:

კომპანია მომავალში ფლოტის გაფართოებას და მსგავსი ტიპის დამატებითი თვითმფრინავების შეძენას გეგმავს, რაც მას მეტ მიმართულებაზე ოპერირების შესაძლებლობას მისცემს.

air samarkandAir Samarkand-ის უპირატესობები 

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

Air Samarkand, როგორც წესი, თითოეულ მგზავრს აძლევს უფლებას, თან იქონიოს ორი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული მაქსიმუმ 23 კგ წონით. დამატებით კი ერთი ერთეული ხელბარგი.

ჩასაბარებელი ბარგი (Checked Baggage):

ხელბარგი (Carry-on Baggage):

გაითვალისწინეთ: ჩასაბარებელი ბარგის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს. ბარგის დასაშვებ წონასა და ზომაზე გადაჭარბების შემთხვევაში, მოგიწევთ დამატებითი საფასურის გადახდა. ბარგში აკრძალულია ფეთქებადი, აალებადი და სხვა სახიფათო ნივთების ტარება.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ

Air Samarkand -ზე რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მოქნილია, რათა მგზავრებს გაუმარტივდეთ მოგზაურობის დაგეგმვა და ისიამოვნონ ფრენით.

ონლაინ რეგისტრაცია (Online Check-in):

აეროპორტის რეგისტრაცია (Airport Check-in):

ბიზნეს კლასის მგზავრებს აქვთ პრიორიტეტული რეგისტრაციის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version