მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ფრენების სიხშირეს ზრდის თბილისის აეროპორტი -დან კიშინიოვის მიმართულებით. ასევე, ამატებს რეგულარულ ფრენებს ბათუმი-კიშინეუ- ბათუმის საჰაერო ხაზზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების მიხედვით, თბილისი – კიშინეუ – თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, 2023 წლის 26 მარტიდან 2023 წლის ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება. დღეისათვის, ეარ მოლდოვა აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს.
რაც შეეხება ბათუმი – კიშინეუ – ბათუმის რეისებს, რეგულარული ოპერირება 2023 წლის 26 მარტიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
როგორც იცით, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.
ეარ მოლდოვა -ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.