ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Air Astana თბილისიდან ატირაუს მიმართულებით იწყებს ფრენებს

new rout from Tbilisi

Air Astana -მ გამოაცხადა, რომ აფართოებს მიმართულებებს და 2025 წლის 27 მაისიდან იწყებს პირდაპირ ფრენებს ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ს მიმართულებით. ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ რეისები შესრულდება Airbus-ის ტიპის თვითმფრინავით. ფრენები შესრულდება სამშაბათს, პარასკევს და კვირას.

ფრენების განრიგი შემდეგია:

ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი და 50 წუთია.

Air Astana პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა3 მაისი 202516 მაისი 2025Air Astanaავიაბილეთები 942 -დან

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოში 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა – ყაზახური ავიაკომპანიების წილი საქართველოს ბაზარზე 3.9%-ს შეადგენს. ხოლო ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთ წლამდე შეუძლიათ.

ეარ ასტანა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჯამურად, თბილისის მიიმართულებით, კვირაში 15 რეისს შეასრულებს. ფრენები შესრულდება ყაზახეთის სამი ქალაქიდან: ალმათიდან კვირაში 9 რეისი, ხოლო ასტანიდან და ატირაუდან 3-3 რეისი.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ფრენებს Air Astana-სთან ერთად FlyArystan-იც ახორციელებს როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version