არაბული ავიაკომპანია Air Arabia შარჯა-ბათუმი-შარჯას საჰაერო ხაზზე რეისების შესრულებას იწყებს. ავიაკომპანია პირველ ფრენას ახალ მიმართულებაზე 29 ივნისს განახორციელებს.
შარჯასა და ბათუმს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
Air Arabia-მ ფრენები უკვე აღადგინა შარჯადან თბილისის მიმართულებით, ზაფხულის სეზონიდან კი უკვე ბათუმის მიმართულებითაც შემოგვთავაზებს რეისებს.
არაბული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.