ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ათენის და ვარშავის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

aegean-and-lot-charter-flights

ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს. ავიაკომპანიას საქართველოსა და საბერძნეთს შორის ჩარტერული რეისის შესრულების უფლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 5 აგვისტოს მიანიჭა.

Aegean Airlines-ი თბილისსა და ათენს შორის თითო ავიარეისს შეასრულებს. ეს რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

21 აგვისტო: ათენი-თბილისი (გამოფრენა 23:30, მოფრენა 03:20)

22 აგვისტო: თბილისი-ათენი (გაფრენა 04:10, ჩაფრენა 06:05)

ავიარეისები Airbus A320-ის ტიპის ხომალდით შესრულდება.

საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა პანდემიის გამო დღემდე შეწყვეტილია. ქვეყნებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა 21-22 აგვისტოს ეგეოსის ავიახაზები ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

რაც შეეხება ვარშავას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია LOT Airlines-ს 7 აგვისტოს ჩარტერული რეისის შესრულების უფლება მიანიჭა.

ვარშავა-თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

14 აგვისტო: ვარშავა-თბილისი (გამოფრენა 21:45, ჩამოფრენა 03:25)

15 აგვისტო: თბილისი-ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10)

საბერძნეთის მსგავსად, საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული ფრენები დღემდე შეჩერებულია.

Exit mobile version