საქართველოს აეროპორტებიდან 1-ლი ნოემბრიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მორიგი ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ იხსნება.
ახალი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაემატება. ამასთანავე, ავიაკომპანიები, რომლებიც უკვე ოპერირებენ ჩარტერულ ფრენებზე, რეგულარულ რეისებზე განაგრძობენ ოპერირებას. ეს ავიაკომპანიებია: Aegean Airlines, LOT Polish Airlines, Qatar Airways, Georgian Airways. საქართველოს საავიაციო ბაზარს, ასევე, დაუბრუნდება ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი.
ახლა კი გაგაცნობთ იმ მიმართულებებს, რომლებზეც თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან რეგულარული მიმოსვლა დაიწყება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:
- ვარშავა-თბილისი-ვარშავა, ავიაკომპანია – LOT Polish Airlines
- ათენი-თბილისი-ათენი, ავიაკომპანია – Aegean Airlines
- მილანი-თბილისი-მილანი, ავიაკომპანია – Ryanair
- დოჰა-თბილისი-დოჰა, ავიაკომპანია – Qatar Airways
- ვენა-თბილისი-ვენა, ავიაკომპანია – Georgian Airways
- ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამი, ავიაკომპანია – Georgian Airways
- ბერლინი-თბილისი-ბერლინი, ავიაკომპანია – Georgian Airways
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:
- კატოვიცე-ქუთაისი-კატოვიზე, ავიაკომპანია – Wizz Air
- ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი, ავიაკომპანია – Wizz Air
- დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდი, ავიაკომპანია – Wizz Air