ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ახალი მონაცემებით ავიაკომპანია Georgian Airways-მა Turkish Airlines-ს გადაუსწრო

აირზენა იზრდება

საქართველოს საავიცაიო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანია Georgian Airways-ი გახდა, მეორე ადგილს კი Turkish Airlines-ი იკავებს. კვლევა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზეა დაფუძნებული. ავიაკომპანიები 2018 წლის იანვარიდან ივნისის მონაცემებზე დაყრდნობით ბაზრის 12 % წილის მფლობელები გახდნენ.

2018 წლის 6 თვეში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, Georgian Airways-ი 247 485 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წელთან შედარებით მზარდი ციფრია.

მეორე ადგილს უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ი იკავებს. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზე არაბული ავიაკომპანია FlyDubai, უკრაინული – FlyUIA და რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი გავიდნენ. ისინი ბაზრის 5-5% მფლობელები გახდნენ.

Exit mobile version