ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები 2025 წელს – Skytrax-ის რეიტინგი

საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი

სინგაპურის ჩანგის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წელს მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის წოდება მოიპოვა. შეფასება Skytrax-ის მიერ ჩატარებული ყოველწლიური World Airport Survey-ის ფარგლებში მოხდა, რომელიც მოგზაურების გამოცდილებასა და სხვადასხვა ხარისხობრივ მაჩვენებლებს ეფუძნება.

Singapore Airport

კვლევის ფარგლებში გათვალისწინებული იყო:

მონაწილეებმა ასევე შეაფასეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა აეროპორტის ვებსაიტების ინტერფეისის სიმარტივე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მგზავრობის დაგეგმვისა და ოპერაციული პროცესების ეფექტურობაზე. ასევე, პერსონალის კეთილგანწყობა, გასართობი სერვისები და ბარგის მიწოდების სისწრაფე.

თბილისი სინგაპური

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 ივლისი 202518 ივლისი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 869 -დან
2 სექტემბერი 202516 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 2 020 -დან
30 სექტემბერი 202515 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 2 290 -დან

ჩანგის აეროპორტი განსაკუთრებით აღინიშნა საკვების ხარისხითა და არჩევანით, რაც მას ამ სფეროში ლიდერ პოზიციაზე აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია, ის გამორჩეულია მგზავრებზე ორიენტირებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურის მაღალი დონით.

რეიტინგში მეორე ადგილი დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა, რომელიც გასულ წელს პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა. ის მოგზაურებს არქიტექტურული სიდიადითა და პრემიუმ დონის ტერმინალით აოცებს. მესამე ადგილს იკავებს ტოკიოს ჰანედას აეროპორტი, ხოლო პირველ ხუთეულს ასრულებენ სეულის ინჩონისა და ტოკიოს ნარიტას აეროპორტები.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რეიტინგში ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის აეროპორტებმა ვერ მოახერხეს TOP-5-ში მოხვედრა.

2025 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო აეროპორტი:

  1. ჩანგი (სინგაპური)
  2. ჰამადი (დოჰა, ყატარი)
  3. ჰანედა (ტოკიო, იაპონია)
  4. ინჩეონი (სეული, სამხრეთ კორეა)
  5. ნარიტა (ტოკიო, იაპონია)
  6. ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი
  7. შარლ დე გოლი (პარიზი, საფრანგეთი)
  8. ფიუმიჩინო (რომი, იტალია)
  9. მიუნხენის აეროპორტი (გერმანია)
  10. ციურიხის აეროპორტი (შვეიცარია)

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version