Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა არის Wizz Air-ის გეგმები საქართველოს ავიაბაზარზე და როდის დაემატება ახალი პირდაპირი რეისი ქუთაისიდან?

ავიაკომპანია ვიზეარი

უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air – ის პრეზიდენტს, რობერტ კერის შეხვდა. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ვიზეარ -ის საქმიანობა საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ავიაკომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მიმართულებაა და ითქვა, რომ მგზავრების გადაყვანის კუთხით wizzair -ს საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილი უკავია.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტი -ში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხზეც, რომელიც 2023 წლის პირველი დეკემბრიდან იგეგმება. ამას კი 1 ახალი ევროპული მიმართულებით ოპერირების დაწყება მოჰყვება.

პირდაპირი ფრენა მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავით ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით დაიწყება და ავიაკომპანიის მიერ საქართველოდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს გახდება, მათ შორის, 20 მიმართულება ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ქუთაისი კოპენჰაგენი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
11 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 328 -დან
27 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 558 -დან
9 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 700 -დან
10 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 736 -დან
30 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 689 -დან
8 იანვარი 202714 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 694 -დან

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს და შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეების ავიაკომპანიაში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ერთობლივ შემუშავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ Wizz Air -ი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა Wizz Air.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Wizz Air -ის ფრენებზე, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version