ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ვიზიარი საქართველო, ვიზეარის ავიაბილეთები იაფად

ვიზიარი

ვიზიარი -ი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2003 წელის სექტემბერში დაარსდა ექვსი გამოცდილი ადამიანის მიერ. სათაო ოფისი ბუდაპეშტში, ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.

ავიაკომპანიამ პირველი რეისი 2004 წლის 19 მაისს განახორციელა კატოვიცედან ლონდონის მიმართულებით. მას შემდეგ კი ის მსოფლიოს 40-მდე რეგიონში ახორციელებს ფრენებს. ათწლეული მყარი ზრდის შემდეგ, კი ის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ავიაკომპანიის სახელითაა ცნობილი.

ვიზეარი გამოირჩევა იმით, რომ კომპანიაში ორიენტირებულნი არიან მაღალ ხარისხზე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებზე. wizzair ge სხვადასხვა ქვეყნის მცირე აეროპორტებს იყენებს რეისებისთვის. ხშირად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების აეროპორტებთან, რათა თანამშრომლობის სპექტრი გაზარდოს ავიაკომპანიამ და მომხმარებელს მაქსიმალურად დიდი არჩევანი შესთავაზოს. მისაღები ფასებისა და პოპულარობიდან გამომდინარე ბევრი აეროპორტი ირჩევს ამ ავიაკომპანიასთან ურთიერთობას.

ვიზიარი -ი ხაზს უსვამს რომ, ჰყავს სანდო და პროფესიონალი გუნდის წევრები, რომელთათვისაც უსაფრთხოება, ნომერ პირველი პრიორიტეტია.

სალონის ეკიპაჟი, პილოტები და სახმელეთო პერსონალი, მთელ გულს დებენ იმ საქმეში, რასაც აკეთებენ და უზრუნველყოფენ უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაურობას, ამავდროულად უნაკლო და პერსონალურ მომსახურებასყველასთვის.

ვიზეარი -ს ფლოტი შედგება 153 ულტრათანამედროვე Airbus A320 -ით, მათ შორის A320s და A321ceo, რამაც განაპირობა კომპანია დასახელებულიყო ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად და ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას. ესენია: Wizz Air Abu Dhabi, Wizz Air Ukraine და Wizz Air Malta.

ვიზიარი საქართველო -ს ავიაბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ.

საქართველოში ავიაკომპანია არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემოვიდა, თუმცა დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანდო ავიაკომპანიაა როგორც ქართველებისთვის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეთათვის. პირველი რეისი მან 2012 წელს შეასრულა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდა.

ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ რეისებზე. wizzair kutaisi -ს მიერ განხორციელებული მიმართულებები კი მოიცავს ისეთ მოთხოვნად ქალაქებს, როგორიცაა: ვენა, პრაღა, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, მილანი, ბუქარესტი, ათენი, სალონიკი და ბევრი სხვა ევროპული ქალაქი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქთა ჩამონათვალი ხშირად იზრდება. რაც შეეხება vizzair.ge -ის ავიაბილეთები –ს ფასებს, ის მერყეობს და დამოკიდებულია რამდენად ადრე ხდება მათი დაჯავშნა. კომპანია საკუთარ მომხმარებელს სპეც შეთავაზებებსაც სთავაზობს ხოლმე.

შეიძინე ვიზიარის ავიაბილეთები მარტივად, დაგვირეკეთ ნომერზე:  551 907 907

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 143 -დან
ვენეცია15 მაისი 202622 მაისი 2026ავიაბილეთები 181 -დან
სალონიკი18 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 197 -დან
კატოვიცა23 აპრილი 202612 მაისი 2026ავიაბილეთები 205 -დან
ბრატისლავა22 აპრილი 202626 აპრილი 2026ავიაბილეთები 206 -დან

რა უნდა იცოდეთ ვიზეარის ავიაბილეთების შეძენამდე?

შეიძინე Wizz Air ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკე:  0322 42 42 70

Exit mobile version