ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -ი ქუთაისის აეროპორტში 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა

wizz air kutaisi

ვიაკომპანია Wizz Air kutaisi -ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში 2012 წლიდან დღემდე, ვიზეარი 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

21 აგვისტოს, ვენა -დან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში wizz air -ის საჰაერო ხომალდი დაეშვა, რომელზეც იღბლიანი მე-6 მემილიონე იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა.

იღბლიან მგზავრს, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. ასევე, მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც ფრენას, 1 წლის განმავლობაში, ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი22 მაისი 202628 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 225 -დან
ბარსელონა25 აპრილი 20262 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 450 -დან
ბერლინი22 აპრილი 202626 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 446 -დან
ბრიუსელი30 აპრილი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 404 -დან
ბრატისლავა6 მაისი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
ბუდაპეშტი24 მაისი 202628 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
დორტმუნდი28 აპრილი 202612 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 370 -დან
მემინგენი25 მაისი 20261 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 279 -დან
ფრანკფურტი25 იანვარი 20271 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 180 -დან
ჰამბურგი19 მაისი 202626 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 282 -დან

 

ვიზეარი

,, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი Wizz Air -ის მე-6 მემილიონე მგზავრს მოემსახურა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან Wizz Air-ი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ბაზზრის ძირითადი მოთამაშეა ქუთაისის აეროპორტში. აქტიურად განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას კომპანიასთან, რათა კიდევ უფრო მეტი მიმართულება და მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი შეემატოს ქუთაისის აეროპორტს,-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.

,,უკვე აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. მგზავრთნაკადთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას.

ქუთაისის აეროპორტი და ზოგადად, ქართული ავიაცია, ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. მოლოდინი გაქვს კიდევ უფრო მეტი ახალი მიმართულების და ახალი ავიაკომპანიის, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ,-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეიძინე Wizz Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version