Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

აპრილიდან Wizz Air-ი მადრიდსა და ჰამბურგში პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს

Wizz Air აღდგენილი მიმართულებები

2025 წლის აპრილიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან Wizz Air -ი კვლავ დაიწყებს ფრენებს მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული.

ავტორიზებული წყაროს მიხედვით, კომპანია ასევე ზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით: პრაღა (ჩეხეთი), ლარნაკა (კვიპროსი), ათენი და სალონიკი (საბერძნეთი).

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი11 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 194 -დან
ბარსელონა6 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 390 -დან
ბერლინი22 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
ბრიუსელი12 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
ბრატისლავა7 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბუდაპეშტი14 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 294 -დან

 

“2025 წლის აპრილიდან ჩვენი ფრენები მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით აღდგება. ავიაბილეთების ფასი იწყება 39.99 ევროიდან და შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში. ფრენები განხორციელდება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს,” – ნათქვამია Wizz Air-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, მათ საქართველოდან და საქართველოში 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. 2016 წელს ქუთაისში ბაზის გახსნამ ტურიზმის სექტორში 4500-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო თავად ავიაკომპანიის გუნდის წევრთა რაოდენობა 170-ს აჭარბებს. Wizz Air-ი აგრძელებს ოპერირებას ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფლოტით და საქართველოს 15 ქვეყანასთან აკავშირებს, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კომფორტია.

დაგეგმე ბიუჯეტური მოგზაურობა Wizz Air -თან ერთად! დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version