ავიაბილეთები ყველაზე იაფად

აპრილიდან Wizz Air-ი მადრიდსა და ჰამბურგში პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს

Wizz Air აღდგენილი მიმართულებები

2025 წლის აპრილიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან Wizz Air -ი კვლავ დაიწყებს ფრენებს მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული.

ავტორიზებული წყაროს მიხედვით, კომპანია ასევე ზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით: პრაღა (ჩეხეთი), ლარნაკა (კვიპროსი), ათენი და სალონიკი (საბერძნეთი).

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი30 ოქტომბერი 20259 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
ბარსელონა3 ნოემბერი 202512 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 465 -დან
ბერლინი15 ოქტომბერი 20252 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 338 -დან
ბრიუსელი2 ნოემბერი 20259 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 248 -დან
ბუდაპეშტი28 ოქტომბერი 20251 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 210 -დან
დორტმუნდი21 ოქტომბერი 202525 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 295 -დან

 

“2025 წლის აპრილიდან ჩვენი ფრენები მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით აღდგება. ავიაბილეთების ფასი იწყება 39.99 ევროიდან და შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში. ფრენები განხორციელდება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს,” – ნათქვამია Wizz Air-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, მათ საქართველოდან და საქართველოში 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. 2016 წელს ქუთაისში ბაზის გახსნამ ტურიზმის სექტორში 4500-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო თავად ავიაკომპანიის გუნდის წევრთა რაოდენობა 170-ს აჭარბებს. Wizz Air-ი აგრძელებს ოპერირებას ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფლოტით და საქართველოს 15 ქვეყანასთან აკავშირებს, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კომფორტია.

დაგეგმე ბიუჯეტური მოგზაურობა Wizz Air -თან ერთად! დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version