Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -ი საქართველოში ავიარეისებს ამცირებს

WIZZ AIR საქართველო

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის მარშრუტების ქსელის მორიგი შემცირება საქართველოზეც აისახა. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გვთავაზობს. სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი რომი -ს რეისზე, თვითმფრინავი ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ჩამპინოს აეროპორტში დაჯდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მანამდეც იყო და ძალაში მარტის ბოლოდან შედის.

რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის: იტალიას, საბერძნეთს, პორტუგალიას, საუდის არაბეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ავსტრიას, სერბეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა – წერს პორტალი LowcostAvia

ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად ავიაკომპანია ვიზეარი Airbus-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებს. Airbus -ების შემოწმების პროცესი 2023 წელს დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ამცირებს ექსპლუატაციის ვადებს.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი29 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბარსელონა26 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 450 -დან
ბერლინი30 იანვარი 20274 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 368 -დან
ბრიუსელი10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 262 -დან
ბუდაპეშტი9 თებერვალი 202714 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 279 -დან
დორტმუნდი19 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 384 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 317 -დან
ფრანკფურტი1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 384 -დან
ჰამბურგი4 მაისი 202711 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 646 -დან

 

შემოწმების პროცესი ავიაკომპანიისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან საჰაერო ხომალდების გაჩერებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მსგავს პრობლემებს წააწყდნენ ასევე სხვა ავიაკომპანიებიც.

LowcostAvia -ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის Wizz Air -ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც ავიაკომპანიის ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.

Wizz Air საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში ბაზრის აბსოლუტური ლიდერია. ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის განმავლობაში 4 თვითმფრინავამდე გაიზარდა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ს მეშვეობით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version