ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -ი საქართველოში ავიარეისებს ამცირებს

WIZZ AIR საქართველო

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის მარშრუტების ქსელის მორიგი შემცირება საქართველოზეც აისახა. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გვთავაზობს. სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი რომი -ს რეისზე, თვითმფრინავი ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ჩამპინოს აეროპორტში დაჯდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მანამდეც იყო და ძალაში მარტის ბოლოდან შედის.

რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის: იტალიას, საბერძნეთს, პორტუგალიას, საუდის არაბეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ავსტრიას, სერბეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა – წერს პორტალი LowcostAvia

ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად ავიაკომპანია ვიზეარი Airbus-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებს. Airbus -ების შემოწმების პროცესი 2023 წელს დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ამცირებს ექსპლუატაციის ვადებს.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი1 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა14 იანვარი 202621 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 458 -დან
ბერლინი22 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
ბრიუსელი18 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 340 -დან
ბუდაპეშტი3 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 251 -დან
დორტმუნდი31 იანვარი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 231 -დან
მემინგენი17 თებერვალი 202621 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 165 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 231 -დან
ჰამბურგი17 თებერვალი 202621 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 245 -დან
კატოვიცა13 დეკემბერი 20256 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 278 -დან

 

შემოწმების პროცესი ავიაკომპანიისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან საჰაერო ხომალდების გაჩერებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მსგავს პრობლემებს წააწყდნენ ასევე სხვა ავიაკომპანიებიც.

LowcostAvia -ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის Wizz Air -ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც ავიაკომპანიის ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.

Wizz Air საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყანაში ბაზრის აბსოლუტური ლიდერია. ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის განმავლობაში 4 თვითმფრინავამდე გაიზარდა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ს მეშვეობით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version