Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -მა თვითმფრინავების დეფიციტის დასაძლევად SkyUp-ის ფლოტი იჯარით აიღო

ავიაკომპანია ვიზეარი

უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა თვითმფრინავების დეფიციტის დასაძლევად იჯარით მალტაში რეგისტრირებული უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines -ის მთელი ფლოტი აიღო.

ვიზეარი თვითმფრინავების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და იძულებულია გააუქმოს ათეულობით ფრენა ევროპის მიმართულებით. მატ შორის ფრენების სიხშირე და მიმართულებების რაოდენობა შეამცირა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფლოტის მეოთხედი მას შემდეგ გაჩერდა, რაც ძრავებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა.

SkyUp Airlines -ის 2 თვითმფრინავი უკვე ბაზირებულია ბუქარესტში, 1 ვარშავაში და Wizz Air -ის სახელით ახორციელებს ფრენებს.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ათენი13 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 223 -დან
ბარსელონა20 იანვარი 202724 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 338 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ბრიუსელი28 თებერვალი 20277 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბრატისლავა19 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 268 -დან
ბუდაპეშტი21 აპრილი 202724 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
დორტმუნდი19 იანვარი 202716 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 334 -დან
მემინგენი3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 325 -დან
ფრანკფურტი17 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 669 -დან
ჰამბურგი20 აპრილი 202711 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 686 -დან

 

როგორც ცნობილია, SkyUp Airlines-მა დაარეგისტრირა შვილობილი ავიაკომპანია SkyUp MT მალტაში (სამი Boeing 737-800). ახლა ისინი ოპერირებენ სარეგისტრაციო ნომრებით 9H-SAT, 9H-SAU, 9H-SAS.

ევროკავშირის დროშის ქვეშ ფუნქციონირება SkyUp Airlines-ს საშუალებას აძლევს ევროპის ბაზარზე შეზღუდვების გარეშე მოახდინოს ოპერირება, რაც შეუძლებელი იყო უკრაინული რეგისტრაციის გამოყენებისას.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე SkyUp Airlines-ი უკრაინის უმსხვილეს ავიაკომპანიებს შორის იყო. 2022 წლის შემდეგ კი ავიაკომპანიამ ოპერირება უკრაინის ფარგლებს გარეთ განაგრძო, იჯარით გასცა თავისი თვითმფრინავები ისეთ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ფლოტის დეფიციტს განიცდიან.

დაჯავშნე WIZZ AIR -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version