ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -მა თვითმფრინავების დეფიციტის დასაძლევად SkyUp-ის ფლოტი იჯარით აიღო

ავიაკომპანია ვიზეარი

უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა თვითმფრინავების დეფიციტის დასაძლევად იჯარით მალტაში რეგისტრირებული უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines -ის მთელი ფლოტი აიღო.

ვიზეარი თვითმფრინავების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და იძულებულია გააუქმოს ათეულობით ფრენა ევროპის მიმართულებით. მატ შორის ფრენების სიხშირე და მიმართულებების რაოდენობა შეამცირა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფლოტის მეოთხედი მას შემდეგ გაჩერდა, რაც ძრავებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა.

SkyUp Airlines -ის 2 თვითმფრინავი უკვე ბაზირებულია ბუქარესტში, 1 ვარშავაში და Wizz Air -ის სახელით ახორციელებს ფრენებს.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი20 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 203 -დან
ბარსელონა23 თებერვალი 202627 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 401 -დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 671 -დან
ბრიუსელი7 იანვარი 202611 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 552 -დან
ბუდაპეშტი3 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 231 -დან
დორტმუნდი20 იანვარი 202627 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 263 -დან
მემინგენი27 იანვარი 20263 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 178 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 212 -დან
ჰამბურგი31 მარტი 202611 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 310 -დან
ლარნაკა10 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 134 -დან

 

როგორც ცნობილია, SkyUp Airlines-მა დაარეგისტრირა შვილობილი ავიაკომპანია SkyUp MT მალტაში (სამი Boeing 737-800). ახლა ისინი ოპერირებენ სარეგისტრაციო ნომრებით 9H-SAT, 9H-SAU, 9H-SAS.

ევროკავშირის დროშის ქვეშ ფუნქციონირება SkyUp Airlines-ს საშუალებას აძლევს ევროპის ბაზარზე შეზღუდვების გარეშე მოახდინოს ოპერირება, რაც შეუძლებელი იყო უკრაინული რეგისტრაციის გამოყენებისას.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე SkyUp Airlines-ი უკრაინის უმსხვილეს ავიაკომპანიებს შორის იყო. 2022 წლის შემდეგ კი ავიაკომპანიამ ოპერირება უკრაინის ფარგლებს გარეთ განაგრძო, იჯარით გასცა თავისი თვითმფრინავები ისეთ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ფლოტის დეფიციტს განიცდიან.

დაჯავშნე WIZZ AIR -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version