ავიაკომპანია Wizz Air-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისიდან იტალიის ქალაქების მიმართულებით არსებული რეისების რაოდენობა შეამცირა.
ახალი რეისების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება :
-
მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხი რეისის ნაცვლად, მხოლოდ ერთი რეისი შესრულდება პარასკევს.
-
რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით მხოლოდ შაბათის რეისი შესრულდება.
-
ბოლონიაში 17 მარტიდან 24 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი რეისი დარჩება.
-
რაც შეეხება ბარის მიმართულებას, 12 მარტიდან 2 აპრილმდე 3 რეისია გაუქმებული.
ავიაკომპანიის განვცადებით, იმ მგზავრებს, რომლებსაც გაუქმებულ პერიოდებში ჰქონდათ ავიაბილეთები შეძენილი, შესაძლებლობა ექნებათ შეცვალონ ფრენის თარიღი ან დაიბრუნონ გადახდილი თანხა სრულად.