ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -ის ტექნიკური ხარვეზის გამო, 31 ათასი ფრენა გაუქმდა

cancelled flights

რამდენიმე საათის წინ, ავიაკომპანია Wizz Air -ს ტექნიკური პრობლემა დაუფიქსირდა, რამაც გავლენა მოახდინა ბილეთების დაჯავშნის სისტემაზე. ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს ვებგვერდზე და მიღებულ შეტყობინებებში ჯავშნებში გამოუჩნდათ ცვლილებები, რაზეც ავიაკომპანიამ მოუწოდა, რომ არ მექციათ ყურადღება ამ ცვლილებებისთვის და ხარვეზი მალევე გამოსწორდებოდა.

ამჟამად ხარვეზი აღმოფხვრილია და ავიაკომპანია ვიზეარი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თუმცა ამის შესახებ შეტყობინებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეტაპობრივად გაეგზავნებათ. აღსანიშნავია, რომ ეს გაურკვევლობა, ძირითადად, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხო. საუბარია ათეულობით ათასი ფრენის გაუქმებაზე.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი9 ივნისი 202512 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ბარსელონა11 ივნისი 202516 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 656 -დან
ბერლინი4 ივნისი 202511 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 466 -დან
ბრიუსელი24 დეკემბერი 202514 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 320 -დან
ბუდაპეშტი6 ივნისი 202512 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 360 -დან
დორტმუნდი3 ივნისი 202517 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 397 -დან

 

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი ქარქაშაძე განცხადებას აკეთებს:

„მსურს გამოვეხმაურო Wizz Air-ის ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია გაურკვევლობა მგზავრებში. რამდენიმე საათის წინ ავიაკომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე მიმართულების ფრენა გაუქმდა, ხოლო მგზავრებმა მიიღეს შეტყობინება გაუქმებული ფრენების შესახებ. ეს გაურკვევლობა, ძირითადად, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხო. ავიაკომპანიის ინფორმაციით, საუბარია 31 ათასი ფრენის გაუქმებაზე, რაც მომავალი კვირიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით მოხდება.

ჩვენი გუნდი აქტიურ კომუნიკაციაში იყო ავიაკომპანიასთან, რომელიც ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობდა. მათი თქმით, ვებგვერდის ამოქმედების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნას გარკვეული დრო დასჭირდება და მგზავრები ამის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად მიიღებდნენ.

მოგეხსენებათ, რომ Wizz Air kutaisi -ს საქართველოში ასობით ათასი მომხმარებელი ჰყავს, რაც არაერთხელ დადასტურდა. მათ შორის, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიa 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ეტაპობრივად გაეგზავნებათ შეტყობინებები ელექტრონული ფოსტის საშუალებით. პირადად ვარ ჩართული ამ პროცესებში და მინდა მოვუწოდო ჩვენს მგზავრებს სიმშვიდისკენ,“ .

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვიკავშირდი ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version