Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air -ი საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა

ავიაკომპანია ვიზეარი

,,ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air -ის მიერ, ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტი -დან 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც უნგრულ ავიაკომპანიას საქართველოში გააჩნია’,- აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

მისი განცხადებით, Wizz Air georgia -ს საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აშკარა შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია საქარველოს ავიაბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა და დღემდე ყველაზე იაფ ავიაბილეთებს გვთავაზობს. ამასთან, ხშირად აახლებს მიმართულებებს და ზრდის ფრენების სიხშირეებს.

Wizz Air -ის ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ათენი30 ნოემბერი 20267 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 214 -დან
ბარსელონა21 დეკემბერი 202625 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 368 -დან
ბერლინი21 იანვარი 202726 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
ბრიუსელი21 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 276 -დან
ბრატისლავა13 მაისი 202720 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
ბუდაპეშტი11 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 265 -დან
დორტმუნდი21 იანვარი 202728 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 294 -დან
მემინგენი20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 425 -დან
ფრანკფურტი21 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 477 -დან
ჰამბურგი20 აპრილი 202711 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 686 -დან

 

,, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air ge საქართველოს ბაზარზე წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და ძლიერდება. პანდემიის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტში, წლის ბოლომდე, ავიაკომპანია 4 ბაზირებული საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი. პირველად ხდება, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარი -ს 4 საჰაერო ხომალდი იქნება ბაზირებული, რაც სრულიად ახალი რეალობაა ჩვენთვის.-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air -ი ამჟამად სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 16 ქვეყანის 28 პირდაპირ მიმართულებას გვთავაზობს. როგორც უკვე აღინიშნა, დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ავიაკომპანია აეროპორტში 4-ე საჰაერო ხომალდს დაამატებს და კვირაში 2-ჯერ პირდაპირ რეისებს დანიის სამეფოს მიმართულებით შეასრულებს.

შეიძინეთ Wizz Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version