ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air ქუთაისის აეროპორტში განვითარებას განაგრძობს

Wizz Air ქუთაისი

Wizz Air -ის აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ტიშნერის თქმით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და დამატებითი აეროპორტების განხილვაც მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს პერიოდში ფრენებს კვლავ მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან განახორციელებენ.

“გვინდა გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი საქართველოში. თარიღებზე ზუსტ პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნის ბაზარზე ჩვენი აქტიურობის გაზრდა გვსურს. Wizz Air-ს ამჟამად 300-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის შეკვეთა აქვს, რაც ჩვენი ფლოტის ზომას გააორმაგებს. საქართველო მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს, ტურიზმის სექტორი ვითარდება, და მგზავრთა რაოდენობა მზარდია.”

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი6 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 206 -დან
ბარსელონა16 აპრილი 202623 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
ბერლინი1 აპრილი 20268 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 352 -დან
ბრიუსელი7 მაისი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 284 -დან
ბრატისლავა18 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 204 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 223 -დან
დორტმუნდი15 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
მემინგენი26 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 150 -დან
ჰამბურგი17 მარტი 202624 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 313 -დან

 

ტიშნერის თქმით, საქართველოს მთავრობასთან და ქუთაისის აეროპორტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ, რათა არსებული გამოწვევები დაძლიონ.

“ქუთაისის აეროპორტი ძალიან კარგია, და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ბუნებრივია, სირთულეები ყველა აეროპორტში არსებობს და ქუთაისიც გამონაკლისი არ არის. ცოტა ხნის წინ, თოვლიანი ამინდის გამო, გარკვეულმა აღჭურვილობამ ისე ვერ იმუშავა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ საკითხზეც ვიმუშავეთ. ზოგადად, აეროპორტის გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.”

ამასთან, Wizz Air ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდასაც განიხილავს.

2025 წელს ქუთაისის ბაზაზე მეოთხე თვითმფრინავს დავამატებთ. გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა ახლა შევძლებთ ამ ბაზისთვის მეოთხე თვითმფრინავის დაბრუნებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჰამბურგის და მადრიდის მიმართულებებზე ფრენების აღდგენას და ლიონში ახალი რეისის დამატებას.” – აცხადებს როლანდ ტიშნერი.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version