ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air აბუ-დაბიში ფრენებს აუქმებს

wizz air გაუქმებული მიმართულება

Wizz Air 2025 წლის 1 სექტემბრიდან აბუ-დაბიში ყველა რეისს აჩერებს, რისი მიზეზიც რეგიონში არსებული ბაზრის დინამიკა, ოპერაციული სირთულეები და რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. ამის შესახებ ავიაკომპანიამ განაცხადა.

როგორც იცით, Wizz Air Abu Dhabi-ის ფრენები ქუთაისიდანაც სრულდება, კომპანიის ცნობით კი ავიამიმოსვლა ქუთაისი აბუ-დაბი -ს მიმართულებითაც შეჩერდება.

Wizz Air-ის განცხადების ძირითადი მიზეზები და შედეგები:

Wizz Air Abu Dhabi-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეექმნა გრძელვადიანი ოპერაციული სირთულეები, მათ შორის:

  1. ტექნიკური პრობლემები ცხელი და რთული კლიმატის გამო, რამაც გავლენა მოახდინა თვითმფრინავების ხელმისაწვდომობასა და ოპერაციულ ეფექტურობაზე.
  2. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რამაც გამოიწვია საჰაერო სივრცის დახურვა, რეგიონული შეფერხებები და მოთხოვნის შემცირება.
  3. რეგულატორული ბარიერები, რომლებმაც შეზღუდეს კომპანიის შესაძლებლობები, გასულიყო სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე და გაფართოებულიყო.

ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად ზღუდავს Wizz Air-ის ულტრა-დაბალბიუჯეტიანი მოდელის სიცოცხლისუნარიანობას რეგიონში და არ აძლევს მას საშუალებას, მიაღწიოს მომგებიანობას ევროპულ მიმართულებებთან შედარებით.

Wizz Air აძლიერებს ყურადღებას თავის ძირითად ბაზრებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, იტალია და გაერთიანებული სამეფო. ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებით კომპანია რესურსებს მიმართავს იმ რეგიონებისკენ, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდისა და მომგებიანობის მეტი პოტენციალია.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი1 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 135 -დან
ბარსელონა31 მარტი 20267 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 425 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბუდაპეშტი3 აპრილი 20264 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
დორტმუნდი21 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
მემინგენი15 მაისი 202625 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 309 -დან
ფრანკფურტი27 მარტი 20266 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 325 -დან
ჰამბურგი21 მარტი 202614 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან

 

Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოზეფ ვარადიმ განაცხადა:
„ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და ვამაყობთ იმით, რაც შევქმენით. მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს თავიანთი დაუღალავი ძალისხმევისა და ერთგულებისთვის WIZZ ბრენდის განვითარებაში ახალ და დინამიკურ ბაზრებზე. თუმცა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა: გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ბაზარზე შეზღუდულმა წვდომამ გაართულა ჩვენი საწყისი მიზნების შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რთული გადაწყვეტილება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს სწორი ნაბიჯია. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენს ძირითად ბაზრებზე და ინიციატივებზე, რომლებიც აძლიერებს Wizz Air-ის მომხმარებელთა კმაყოფილებას და ქმნის აქციონერთათვის ღირებულებას.“

მგზავრთა საყურადღებოდ:

მგზავრები, რომლებსაც ავიაბილეთები 2025 წლის 31 აგვისტოს შემდეგ აქვთ დაჯავშნილი, ელექტრონული ფოსტით მიიღებენ ინფორმაციას თანხის უკან დაბრუნების ან ალტერნატიული მგზავრობის შესახებ. მომხმარებლებმა, რომლებმაც ავიაბილეთები მესამე მხარის მეშვეობით შეიძინეს, შესაბამის სააგენტოებს უნდა დაუკავშირდნენ. აღნიშნული შეჩერება არ ეხება Wizz Air-ის სხვა რეისებს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version