Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air-ი “All You Can Fly” საწევრო პაკეტს კვლავ გაყიდის

All You Can Fly

Wizz Air -მა 2024 წლის აგვისტოში წარდგენილი “All You Can Fly” სერვისის გაფართოება გადაწყვიტა, რათა ის მეტი მგზავრისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აბონემენტების გაყიდვა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყება და 15 000 ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისი შეძენის.

შეგახსენებთ, რომ ვიზეარის 2024 წლის აგვისტოში წარადგინა ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წლიურად 499 ევროს გადასახადის სანაცვლოდ, შეუზღუდავი რაოდენობის ფრენები განახორციელონ. შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ფრენაზე დამატებით 9.99 ევროა გადასახდელი, ხოლო დამატებით ბარგის გადატანა კი ფასიანია. ფრენების დაჯავშნა შესაძლებელია გამგზავრებამდე 72 საათით ადრე, რაც პროგრამას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სპონტანური მოგზაურობის მოყვარულთათვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ათენი4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ბარსელონა20 დეკემბერი 202617 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბერლინი26 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ბრიუსელი27 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 306 -დან
ბრატისლავა19 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
ბუდაპეშტი3 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
დორტმუნდი14 იანვარი 202721 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
მემინგენი3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 286 -დან
ფრანკფურტი8 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 384 -დან
ჰამბურგი8 ივნისი 202715 ივნისი 2027Wizz Airავიაბილეთები 645 -დან

 

პროგრამის დაწყებისთანავე, Wizz Air-მა 10,000 აბონემენტი გაყიდა, რაც მომხმარებელთა დიდ ინტერესზე მიუთითებს. თუმცა, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, აღნიშნული პროგრამა “მარკეტინგულ ხრიკად” შეაფასა, რადგან მისი აზრით, 72 საათით ადრე დაჯავშნის შესაძლებლობა შეზღუდავს ადგილების ხელმისაწვდომობას. Wizz Air-ის წარმომადგენლებმა ეს კრიტიკა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათი საშუალო დატვირთულობა 90-95%-ს შეადგენს, რაც საკმარის ადგილებს ტოვებს აბონემენტების მფლობელებისთვის.

მიუხედავად კრიტიკისა, Wizz Air-ის “All You Can Fly” პროგრამა ინოვაციურ ნაბიჯად ითვლება ავიაციის ინდუსტრიაში, რაც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ავიაკომპანიებს შორის კონკურენციას ზრდის.

დაჯავშენე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე დაგვიკავშირდი ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version