ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air-ი “All You Can Fly” საწევრო პაკეტს კვლავ გაყიდის

All You Can Fly

Wizz Air -მა 2024 წლის აგვისტოში წარდგენილი “All You Can Flyსერვისის გაფართოება გადაწყვიტა, რათა ის მეტი მგზავრისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აბონემენტების გაყიდვა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყება და 15 000 ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისი შეძენის.

შეგახსენებთ, რომ ვიზეარის 2024 წლის აგვისტოში წარადგინა ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წლიურად 499 ევროს გადასახადის სანაცვლოდ, შეუზღუდავი რაოდენობის ფრენები განახორციელონ. შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ფრენაზე დამატებით 9.99 ევროა გადასახდელი, ხოლო დამატებით ბარგის გადატანა კი ფასიანია. ფრენების დაჯავშნა შესაძლებელია გამგზავრებამდე 72 საათით ადრე, რაც პროგრამას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სპონტანური მოგზაურობის მოყვარულთათვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი4 მაისი 20266 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 276 -დან
ბარსელონა23 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
ბერლინი5 მარტი 202612 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
ბრიუსელი25 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 400 -დან
ბრატისლავა11 თებერვალი 202618 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 277 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
დორტმუნდი10 მარტი 202625 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
მემინგენი19 მარტი 202630 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 510 -დან
ფრანკფურტი3 აგვისტო 202610 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 661 -დან
ლარნაკა27 თებერვალი 20265 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 119 -დან

 

პროგრამის დაწყებისთანავე, Wizz Air-მა 10,000 აბონემენტი გაყიდა, რაც მომხმარებელთა დიდ ინტერესზე მიუთითებს. თუმცა, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, აღნიშნული პროგრამა “მარკეტინგულ ხრიკად” შეაფასა, რადგან მისი აზრით, 72 საათით ადრე დაჯავშნის შესაძლებლობა შეზღუდავს ადგილების ხელმისაწვდომობას. Wizz Air-ის წარმომადგენლებმა ეს კრიტიკა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათი საშუალო დატვირთულობა 90-95%-ს შეადგენს, რაც საკმარის ადგილებს ტოვებს აბონემენტების მფლობელებისთვის.

მიუხედავად კრიტიკისა, Wizz Air-ის “All You Can Fly” პროგრამა ინოვაციურ ნაბიჯად ითვლება ავიაციის ინდუსტრიაში, რაც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ავიაკომპანიებს შორის კონკურენციას ზრდის.

დაჯავშენე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე დაგვიკავშირდი ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version