ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air კიევში და ლვოვში ფრენების აღდგენას გეგმავს

Wizz Air ფრენები უკრაინაში

კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმა და ევროპული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის ხელმძღვანელებმა ბუდაპეშტში შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტირების განახლების საკითხი. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 11-13 თებერვალს ბორისპოლის აეროპორტის დელეგაციამ ბუდაპეშტში, WizzAir -ის სათაო ოფისში, მაღალი დონის შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა. მთავარი თემა იყო საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ ბორისპოლის აეროპორტიდან ფრენების ოპერატიულად განახლება.

WizzAir-მა დაადასტურა, რომ კომპანიას აქვს მკაფიო და ამბიციური გეგმა უკრაინის ბაზარზე დაბრუნებისთვის. ამ დროისთვის, უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია.

WizzAir-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოზეფ ვარადის განცხადებით, კომპანიას აქვს მტკიცე გეგმა უკრაინაში ფრენების განახლებისთვის და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში გეგმავს დაახლოებით 30 მარშრუტის აღდგენას.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი25 დეკემბერი 20251 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 193 -დან
ბარსელონა2 მარტი 20266 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 449 -დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბრიუსელი7 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბუდაპეშტი23 დეკემბერი 202510 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 215 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
მემინგენი22 იანვარი 20265 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 186 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ჰამბურგი29 ნოემბერი 20256 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 244 -დან
კატოვიცა13 დეკემბერი 20256 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 242 -დან

 

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შეფასებით, უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნას ექვსიდან რვა კვირა დასჭირდება. კონფლიქტის დასრულებიდან ექვსი თვის განმავლობაში, WizzAir გეგმავს კიევში და ლვოვში ბაზების აღდგენას, წლიურად დაახლოებით 5 მილიონი ადგილის მიწოდებით 60 მარშრუტზე. კონფლიქტამდე, 2021 წელს, WizzAir-ს უკრაინის ბაზარზე 10.1%-იანი წილი ეკავა.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ 2025 ფისკალურ წელს ელოდება 50 ახალი Airbus-ის თვითმფრინავის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მისი ოპერაციული შესაძლებლობებს.

დაჯავშნე Wizz Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად! დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version