ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის აეროპორტში ახალი მოლდოვური ავიაკომპანია “Vision Air” შემოვიდა

Vision Air თბილისის აეროპორტში

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი მოლდოვური ავიაკომპანია Vision Air შემოვიდა, რომელიც თბილისსა და კიშინიოვს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების ასრულებს.

ავიაკომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელების ნებართვა 2025 წლის 10 ოქტომბერს მიიღო. პირველი რეისი თბილისი კიშინიოვი -ს მიმართულებით 2 ნოემბერს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ფრენების განრიგი ეტაპობრივად გაიზრდება. თავდაპირველად, თბილისი კიშინიოვი კიშინიოვი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე Vision Air რეისებს კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს შეასრულებს. 13 ნოემბრიდან მგზავრებს დამატებით ხუთშაბათობითაც შეეძლებათ მგზავრობა, ხოლო 16 დეკემბრიდან ფრენები კვირაში სამჯერ (სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას) შესრულდება.

თბილისი კიშინიოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 თებერვალი 202627 თებერვალი 2026FlyOneავიაბილეთები 324 -დან
21 მარტი 202629 მარტი 2026FlyOneავიაბილეთები 440 -დან
2 აპრილი 202616 აპრილი 2026SkyUp MTავიაბილეთები 502 -დან

 

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიებით შეხვდნენ. დახვედრას ესწრებოდნენ “Vision Air”-ის, “TAV Georgia”-ს (თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია) და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები, მათ შორის დირექტორი ოპერირების მიმართულებით, ლევან ცხადაძე.

Vision Air მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება 2025 წლის ზაფხულში, უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამჟამად თბილისიდან კიშინეუს მიმართულებით ფრენებს ასევე ასრულებს ავიაკომპანია FLYONE.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version