მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა თანდათანობით სულ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება.
საჰაერო ბიზნესის განვითარებასთან ერთად კომერციული რეისებით თითქმის ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე შეგიძლიათ მოხვედრა. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს უწყობთ ეს ხელს, რომლებსაც ცნობილი ქვეყნების მოსანახულებლად ვიზის აღება არ სჭირდებათ.
მაგალითისთვის ასეთი ქვეყნების სიაში შედის საქართველოც, რადგან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე ადამიანებს შენგენის ზონაში მყოფი ულამაზესი და გამორჩეული ქვეყნების მონახულება უკვე დიდი ხანია რაც უვიზოდ შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ვიზიტით საოცნებო ქვეყანაში ჩასვლა უამრავი ემოციისა და უდიდესი გამოცდილების მომცემია, ეს შეიძლება ზოგჯერ საკმარისი არ იყოს თქვენთვის.
შესაბამისად, არსებობს ვიზების გარკვეული განსხვავებული კატეგორიები, რომლებიც სხვადასხვა დროითა და მნიშვნელობით გაძლევენ საშუალებას თქვენთვის სასურველ ქვეყანაში შესვლისა და გარკვეული დროით დარჩენის.
- პირველ რიგში არსებობს ტურისტული ვიზა, რომელიც როგორც წესი 90 დღით გაძლევთ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლისა და უპრობლემოდ დარჩენის საშუალებას. შესაბამისად, თუკი უბრალოდ სანატრელი ღირსშესანიშნაობებისა და საოცნებო სანაპიროების მონახულება გსურთ, ამ ტიპის ვიზა თქვენთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.
- იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ქვეყანაში ვაკანტური სამუშაო ადგილის დასაკავებლადა მიდიხართ, მაშიმ კონკრეტული ქვეყნის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სამუშაო ვიზის თაობაზე უნდა შეავსოთ განაცხადი. აღნიშნული აპლიკაცაიის შევსებისას სასურველია დადებითად წარმოაჩინოთ თქვენი სოციალური და ეკონომიკური სტატუსი, რათა ადვილად მოახერხოთ სასურველი ვიზის აღება. ასევე, ხშირ შემთხვევაში სამუშაო ვიზის აღებისთვის საჭიროა წარადგინოთ სასურველ ქვეყანაში მყოფი დამსაქმებლისგან გამოგზავნილი მოწვევაც.
- მსოფლიოში დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აპრობირებული მიზეზი სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლისათის სხვადასხვა სახის განათლების მიღებაა. შესაბამისად, თუკი თქვენც გსურთ, რომ სწორედ უცხოურ მაღალკვალიფიციურ საგანმანათლებლო სტრუქტურებს მიმართოთ განათლების მისაღებად, მაშინ შესაძლოა 90 დღიანი ტურისტული ვიზის ხანგრძლივობა თქვენი კურსების ბოლომდე გასავლელად არასაკმარისი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საჭიროა აიღოთ სასწავლო ვიზა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სწორედ უცხოეთში გასავლელი სასწავლო კურსების სრულიად გასავლელად საჭირო პერიოდს მთლიანად ფარავს. სასწავლო ვიზის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 თვე, 6 თვე ან სულაც რამდენიმე წელი, თქვენი სასწავლო მიზნების მიხედვით.