Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველო ჩინეთი უვიზო მიმოსვლა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსა და ჩინეთს შორისო უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და ორ ქვეყანას შორის ახალ შესაძლებლობებს შექმნის – კულტურული , ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან უვიზო რეჟიმი, ჩინეთის მოქალაქეებისთვის 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გასული წლის ივნისში გაფორმდა.

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ გაჩერება.

საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლას ავიაკომპანია China Southern Airlines -ი ასრულებს. ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ურუმჩის აეროპორტში ხორციელდება.

თბილისი ურუმჩი

Departure atReturn atAirlineFind tickets
3 September 20269 September 2026China Southern Airlinesავიაბილეთები 1 747 -დან
5 November 202619 November 2026Air Chinaავიაბილეთები 1 037 -დან

 

„ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის 2023 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი შედეგი. ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს და ჩინეთის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ჩინეთის მიმართულებით ყველაზე იაფად Avia.ge -ს დახმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version