ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება – რა უნდა იცოდეთ ETIAS-ის შესახებ?

etias georgia

2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მოქალაქეებზეც. უფრო კონკრეტულად, 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1.4 მილიარდ მოქალაქეს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ, მოუწევთ ETIAS-ის გავლა შენგენის ქვეყნებში და კვიპროსში მოგზაურობისთვის.

ETIAS წარმოადგენს ონლაინ ავტორიზაციის პროცესს, რომელიც 180 დღის განმავლობაში საშუალებას აძლევს პირებს დარჩნენ ევროპის 30 ქვეყანაში მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში. განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება ETIAS-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სისტემაში რეგისტრაციისთვის საჭიროა:

თუმცა, 18 წლამდე და 70 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის ავტორიზაცია უფასოა.

შენგენის ზონის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი , გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია , ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, რუმინეთი.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა25 ნოემბერი 20256 დეკემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 578 -დან
ათენი5 ნოემბერი 20259 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 191 -დან
ბარსელონა3 ნოემბერი 202514 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 405 -დან
ბერლინი11 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 275 -დან
ბრიუსელი24 დეკემბერი 20257 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 321 -დან
ბუდაპეშტი22 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 219 -დან
დორტმუნდი15 ნოემბერი 202522 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 160 -დან
მემინგენი1 ნოემბერი 20254 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 219 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202514 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
ატირაი25 სექტემბერი 202527 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 549 -დან

გაცემული ავტორიზაცია მოქმედი იქნება 3 წლის განმავლობაში, თუმცა, თუ ამ პერიოდის განმავლობაში პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, ახალი განაცხადის გაკეთება გახდება აუცილებელი.

განაცხადების უმეტესობა წუთებში მუშავდება, თუმცა, შესაძლოა, პროცესი გახანგრძლივდეს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე, ხოლო ინტერვიუს დანიშვნისას – 30 დღემდე. შესაბამისად, რეკომენდებულია განაცხადის გაკეთება მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე.

აღსანიშნავია, რომ ევროპა პირველი არ არის, ვინც მსგავსი სისტემა აამოქმედა – მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოდელი უკვე მოქმედებს აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version