ავიაბილეთები ყველაზე იაფად

უვიზო რეჟიმი საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის

სენტ-კიტსისა და ნევისის

საქართველოსთან სავიზო რეჟიმების გაუქმების სერია ისევ წარმატებით გრძელდება. ამჯერად, უვიზოდ მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებს სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია სთავაზობს.

ამ ულამაზეს კუნძულზე, რომელიც ატლანტის ოკეანესა და კარიბის ზღვას შორის მდებარეობას, მალე საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეეძლებათ გამგზავრება. შეთანხმებას ქართული მხრიდან გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც მას უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრმა მიანიჭა.

უვიზო მიმოსვლით სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მოქალაქეებიც ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა 2014 წლის სექტემბრამდე შეეძლოთ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სენტ-კიტსისა და ნევისის  ფედერაციის 92 მოქალაქე ესტუმრა, ხოლო 2019 წლის იანვარ – ივნისში 35.

თბილისი სენტ-კიტსი და ნევისი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ივნისი 202410 ივლისი 20242 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 5 924 -დან

 

Exit mobile version