Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

უვიზო რეჟმი გრენადასა და საქართველოს შორის

გრენადასა

საქართველო საკმაოდ წარმატებით აგრძლებს სავიზო რეჟიმების გაუქმებას სხვადასხვა ქვეყნებთან და ქართველ მოსახლეობას უფრო და უფრო მეტი მიმართულებისკენ უხსნის გზას.

ამჯერად, უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები გრენადასთან მიმდინარეობს. გრენადა კარიბის ზღვის კუნძულების ულამაზესი და ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც 1498 წელს აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა.

ამ საოცარ ქვეყანაშ მოგზაურობას საქართველოს მოქალაქეები მალე ვიზის გარეშე შეძლებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსცა განკარგულება, რომ მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მთავრობებს შორის გაიმართება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ჰონდურასს შორისაც შეიძლება ამოქმედდეს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი 113 ქვეყანასთან მოქმედებს.

Exit mobile version