ავიაბილეთები ყველაზე იაფად

აშშ-მა საემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

amerikis savizo politika

აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმები პირდაპირ აისახა საქართველოს მოქალაქეებზეც. 2026 წლის იანვრის მონაცემებით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა სავიზო რეგულაციები მნიშვნელოვნად გაამკაცრა. ბევრი მოგზაურისთვის მთავარი კითხვა კვლავ უცვლელია: როგორ გაიცემა ამერიკის ვიზა და რა უნდა ვიცოდეთ გამგზავრებამდე

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა26 მარტი 202728 მარტი 2027ავიაბილეთები 131 -დან
სალონიკი29 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 168 -დან
ათენი2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 218 -დან
პოზნანი17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 237 -დან
ბრატისლავა1 ნოემბერი 20263 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 244 -დან

საემიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება

2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს საემიგრაციო ვიზების გაცემა 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ მათ, ვინც აპირებდა მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას, საემიგრაციო პროგრამების ფარგლებში.

თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ტურისტული და საქმიანი მიზნებისთვის განკუთვნილი ამერიკის ვიზა კვლავ აქტუალურია და მათზე მსგავსი მკაცრი აკრძალვა არ გავრცელებულა.

ვინ შეძლებს აშშ-ში გამგზავრებას

მიუხედავად ახალი რეგულაციებისა, არასაიმიგრაციო კატეგორიები კვლავ ფუნქციონირებს. თუ თქვენი მიზანია მოკლევადიანი ვიზიტი, შემდეგი ინფორმაცია აუცილებლად დაგჭირდებათ:

  1. ტურისტული და საქმიანი ვიზიტები: ამ კატეგორიის ამერიკის ვიზა ჩვეულ რეჟიმში გაიცემა, თუმცა საკონსულოების მხრიდან გამკაცრებულია ფინანსური მდგომარეობისა და ქვეყანასთან კავშირების შემოწმება.
  2. სტუდენტური ვიზები: სტუდენტებისთვის (F და M კატეგორიები) პროცესები უცვლელია.
  3. სამუშაო ვიზები: დროებითი სამუშაო ნებართვები კვლავაც განიხილება ინდივიდუალური წესით.

რას ნიშნავს Public Charge წესი

2026 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე Public Charge  წესის ხელახალი ინტერპრეტაციაა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ითხოვს ვიზას, უნდა ამტკიცებდეს, რომ მას აშშ-ში ყოფნისთვის საკმარისი ფინანსური სახსრები აქვს და არ იქნება სახელმწიფოს სოციალური დახმარების იმედად.

Avia.ge-ს რეკომენდაციები

იმისათვის, რომ თქვენი მგზავრობა დაგეგმილად და მშვიდად წარიმართოს, გაითვალისწინეთ:

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version