ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთის აეროპორტში ტრანზიტულად გავლისას ვიზა დასჭრიდება

ბრიტანეთის სატრანზიტო ვიზა

დიდი ბრიტანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ საზღვრების კონტროლი გააძლიერა.

შესწორება მიგრაციის შესახებ 2014 წლის ბრძანებაში შევიდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ.

„ცვლილება ძალაში 2023 წლის 8 სექტემბრიდან შევიდა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით გასავლელად შემოღებულ იქნა ვიზის ვალდებულება. აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ როდესაც პირი მესამე ქვეყანაში მიემგზავრება, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას“, – განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცვლილება არ შეეხებათ საქართველო იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში ტრანზიტულად მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე შევლენ ან განკარგულების ძალაში შესვლამდე ჰქონდათ ჯავშანი მოგზაურობაზე. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის ან შეერთებული შტატების ვიზას ან აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის უფლება.

აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული 100 მეტ ქვეყანასთან აქვს, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა…

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე და მიიღეთ გარანტირებულად დაბალი ფასი. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version