ავიაბილეთები ყველაზე იაფად

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს

უვიზო რეჟიმი არაბთა გაერთიანებული საამიროებში

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. როგორც იცით, საქართველოს მოქალაქეებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასამგზავრებლად ვიზის აღება ესაჭიროებოდათ, თუმცა ეს მოთხოვნა მალე გაუქმდება.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმატებით შედგა. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ.

საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირდაპირი ფრენები სრულდება თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან და საკმაოდ მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქუთაისიდან დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია ვიზეარმა ფრენები დაიწყო აბუ-დაბის მიმართულებით.

Exit mobile version