უახლოეს მომავალში ტრადიციული ქაღალდის პასპორტები აეროპორტებში შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან მათ ბიომეტრიული სახის ამოცნობის ტექნოლოგიები და სმარტფონები ჩაანაცვლებს. ეს მიდგომა თანდათან მსოფლიო აეროპორტებში იდენტურობის გადამოწმების ახალ სტანდარტად იქცევა.
ამ ინოვაციური სისტემების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს ფინეთის , კანადის, ნიდერლანდების , არაბთა გაერთიანებულ საამიროების, დიდი ბრიტანეთის, იტალიის , აშშ-ისა და ინდოეთის ეროპოტრებში. მაგალითად, სინგაპურში უკვე შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა ფიზიკური პასპორტის გარეშე, რაც ტურისტებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება.
პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 24 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 496 -დან |
ალმაატა | 23 იანვარი 2026 | 30 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 959 -დან |
ამსტერდამი | 24 დეკემბერი 2025 | 31 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 549 -დან |
ანკარა | 1 ნოემბერი 2025 | 5 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 298 -დან |
ათენი | 23 ნოემბერი 2025 | 29 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 367 -დან |
აბუ დაბი | 22 ოქტომბერი 2025 | 7 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 707 -დან |
ანტალია | 2 თებერვალი 2026 | 8 თებერვალი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 386 -დან |
ბაჰრეინის კუნძული | 18 სექტემბერი 2025 | 25 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 644 -დან |
ბაქო | 18 მარტი 2026 | 18 მარტი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 469 -დან |
ბელგრადი | 16 ნოემბერი 2025 | 22 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 822 -დან |
ამ ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს ICAO-ს მიერ შემუშავებული Digital Travel Credential (DTC) კონცეფცია. DTC-ი მოიცავს ვირტუალურ და ფიზიკურ კომპონენტებს, რომლებიც სმარტფონში ინახება და კრიპტოგრაფიული სერტიფიკატით არის დაცული. ფინეთში საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ პირადობის დადასტურება რვა წამს საჭიროებს, რაც აეროპორტში პროცედურებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
თუმცა, ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მთავარი საკითხებია მონაცემთა კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და სისტემის სანდოობა. სპეციალისტები შეშფოთებას გამოხატავენ მონაცემთა გაჟონვისა და ტექნოლოგიის გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ასევე, რჩება რისკი, რომ სისტემა ხარვეზების ან თაღლითური მოქმედებების გამო მოქალაქეებს სერვისზე წვდომას შეუზღუდავს. დამატებით, მონაცემთა მართვა და კონტროლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა მინიმალური მონაცემების მიწოდების შეზღუდვა, თუმცა ეს მაღალი სტანდარტი მნიშვნელოვანი ძალისხმევას მოითხოვს.
ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვანაირ შეფასებებს იწვევს. მაგალითად, ინდოეთში სახის ამოცნობის სისტემას Digi Yatra 24 აეროპორტში იყენებენ, მაგრამ ის კრიტიკის ობიექტი გახდა მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
შესაძლებელია თუ არა, რომ ციფრულმა სისტემებმა სრულად ჩაანაცვლოს პასპორტები, ამ ეტაპზე ღიად რჩება. ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა საჭიროებს სამართლებრივი, ტექნიკური და ეთიკური გამოწვევების გადაწყვეტას.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907