Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

სტამბოლის აეროპორტებს შორის გადაადგილება გამარტივდება

ტამბოლის აეროპორტებს შორის ტრანსოპტირება

თურქეთის ხელისუფლება, ჩქაროსნული რკინიგზის გაფართოებას გეგმავს და აპირებს, რომ ერთმანეთს დააკავშიროს ქვეყნის ორი უდიდესი აეროპორტი – საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი და სტამბოლის ახალი აეროპორტი.

ანკარა-სტამბულის ჩქაროსნული მატარებლის ხაზი, სავარაუდოდ გებზეს რაიონში გაივლის, კოჯაელის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით, სტამბულის სრუტეზე გადაკვეთს სულთან სელიმ იავუზის ხიდს, შემდეგ დაბრუნდება საბიჰა გოქჩენის აეროპორტში და ბოლოს მიაღწევს სტამბოლის ახალ აეროპორტს.

ცნობილია რომ აღნიშნული სარკინიგზო ხაზი შეავსებს სტამბოლის უკვე ვრცელ სატრანსპორტო ქსელს და გაამარტივებს მიმოსვლას აეროპორტებს შორის.

გარდა ამისა, იგეგმება 34 კმ-იანი მეტრო ხაზის გაშვება სტამბულის ახალი აეროპორტიდან კიაგითჰანის რაიონიდან. ხაზი, რომელიც რვა სადგურისგან შედგება, გაივლის არნავუტკოის და ეიუპ სულთანის რაიონებს. მეტროს დატვირთვიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ მგზავრთა რაოდენობამ დღეში 800 000 მგზავრს გადააჭარბოს.

თბილისი სტამბოლი

Departure atReturn atAirlineFind tickets
27 August 202629 August 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 710 -დან
18 September 202630 September 2026Ajetავიაბილეთები 380 -დან
20 October 202623 October 2026Ajetავიაბილეთები 372 -დან
3 November 20269 November 2026Ajetავიაბილეთები 413 -დან
აეროპორტებს შორის სწრაფი და შეუფერხებელი მიმოსვლა, საშუალებას მოგცემთ, ტრანზიტული რეისების შემთხვევაში, მარტივად გადაადგილდეთ აეროპორტებს შორის, რაც საკმაოდ ამარტივებს სტამბოლის გავლით ნებისმიერი რეისის დაგეგმვას.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version