ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საფრანგეთში ავიამეთვალყურეთა გაფიცვამ ათასობით ფრენა შეაფერხა

ფრენების შეფერხება

საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის კონტროლერების ორდღიანმა გაფიცვამ ზაფხულის სეზონის პიკზე სერიოზული შეფერხებები გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ ევროპაში. ათობით ათას მგზავრს მოგზაურობის გეგმები შეეცვალა, ათასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო. გაფიცვა ფრანგული პროფკავშირების ინიციატივით გაიმართა, რომლებიც კადრების დეფიციტს, მოძველებულ ტექნიკურ სისტემებსა და სამუშაო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

გაფიცვის მასშტაბები და გავლენა

ყველაზე დიდი დარტყმა პარიზი -ს შარლ დე გოლისა და ორლის, ასევე ნიცა -ს აეროპორტებმა მიიღეს, სადაც ფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა. საფრანგეთის საავიაციო სამსახურებმა ავიაკომპანიებს მოუწოდეს, ფრენების 25-50%-ით შემცირება განეხორციელებინათ პარიზისა და სამხრეთ რეგიონის აეროპორტებში. უწყება ასევე მოუწოდებდა მგზავრებს, შეეცვალათ ფრენის თარიღი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მარტი 202617 მარტი 2026Air Franceავიაბილეთები 1 066 -დან
1 აპრილი 202629 აპრილი 2026Transaviaავიაბილეთები 659 -დან
20 მაისი 202630 მაისი 2026Transaviaავიაბილეთები 652 -დან

 

ფაგიცვა საფრანგეთის აეროპორტებშისაფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპე ტაბარომ, პროფკავშირების მოთხოვნები მიუღებლად შეაფასა და განაცხადა, რომ გაფიცვამ ათასობით ადამიანის შვებულება ჩაშლა. Ryanair–ის განცხადებით, შეფერხება არამარტო ფრანგულ მიმართულებებს, არამედ ყველა იმ რეისს შეეხო, რომელიც საფრანგეთის საჰაერო სივრცეს კვეთს – მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში გამგზავრებულ ფრენებს.

გაფიცვის ფონზე პარასკევს პარიზის აეროპორტებში მხოლოდ რეისების 40%-ის განხორციელებაა ნავარაუდევი, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. პროფკავშირები ყურადღებას ამახვილებენ ასევე მენეჯმენტის პრობლემებსა და სამუშაო საათების აღრიცხვის ახალ სისტემაზე. მიუხედავად მოლაპარაკებებისა სამოქალაქო ავიაციის უწყებებთან, შეთანხმება ვერ მიიღწა.

Ryanair ევროკომისიას მოუწოდებს, რეფორმირდეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემა ისე, რომ გაფიცვების დროს გადაფრენების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი და მგზავრებისთვის მინიმუმამდე შემცირდეს შეფერხებები.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version