ავიაბილეთები ყველაზე იაფად

10 რამ, რაც მილანში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

მსოფლიოს მოდისა და დიზაინის ქალაქი მილანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტურისტებისთვის. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მილანში საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღეების გატარება შეუძლია ნებისმიერ ვიზიტორს.

თუ მილანში მოგზაურობას გეგმავთ და გინდათ ამ ქალაქმა თქვენი გული დაიპყროს, მაშინ მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ ადგილებისა და აქტივობების შესახებ, რისი ნახვა და გაკეთებაც მილანში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ.

მილანის მთავარი ღირსშესანიშნაობა

დუომოს კათედრალი (Duomo di Milano) მილანის მთავარი და ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ეს საუცხოო არქიტექტურის მქონე შენობა, რომელიც გოთიკურ სტილშია აგებული, უამრავ ადამიანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. დიდებული სანახაობა გვხვდება ტაძარში შესვლისას: ულამაზესი ქანდაკებები, მოხატული კედლები, ისტორიული და რელიგიური დატვირთვის მქონე ნივთები და სხვა. დუომო ქალაქის ცენტრის მთავარ მოედანზე მდებარეობს.

ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა

მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გალერეაა, მისი არქიტექტურა და ინტერიერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა დუომოს შემდეგ, მილანის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. გალერეაში შესვლისას თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ცნობილი ბრენდების მაღაზიები, რესტორნები და კაფეები, თუმცა განსაკუთრებით აღფრთოვანდებით შენობის ინტერიერით, რომელსაც ამშვენებს ულამაზესი ორნამენტებითა და ილუსტრაციებით მორთული კედლები და იატაკი. სწორედ ამიტომ, „Galleria Vittorio Emanuele II“ არა უბრალოდ სავჭრო ცენტრი, არამედ ხელოვნებისა და არქიტექტურის ნამდვილი შედევრია.

საიდუმლო სერობა

იტალია ხელოვნების შედევრებით ნამდვილად მდიდარი ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და შეუდარებელი ნამუშევარი ხო სწორედ იტალიელ მხატვარს ეკუთვნის. ლეონდარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ , რომელიც ქრისტესა და მისი მოციქულების უკანასკნელ ვახშამს ასახავს, მილანის სანტა-მარია-დელლა-გრაციეს მონასტერის კედელაზეა გამოსახული.

გასეირნება ნავილზე

ვენეციის მსგავსად, ძველად მილანშიც მთელი ქალაქი არხებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეისათვის ამ არხების უმეტესობა აღარ არსებობს, თუმცა დარჩენილია ორი მთავარი არხი: Naviglio Pavese and Naviglio Grande. Naviglio Grande მილანის ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა. არხის ორივე მხარეს შეხვდებით რესტორნებს, კაფეებს და ვინტაჟურ მაღაზიებს და ულამაზესი გარემოს დათვალიერებით დატკბებით.

ბრერა

ეს მომხიბვლელი და გამორჩეული უბანი დუომოს ჩრდილოეთით მდებარეობს. ბრერა სავსეა ხელოვნების აკადემიებით, გალერეებით, რესტორნებითა და ბარებით. აქ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები, სასმელები და ლამაზ იტალიურ ქუჩებში სეირნობით ისიამოვნოთ.

დასვენება სემპიონეს პარკში

მილანის ისტორიულ ცენტრში შეგიძლიათ სემპიონეს პარკს ესტუმროთ და ცოტა ხნით აქტიური მოგზაურობისგან დაისვენოთ. პარკში ულამაზესი ლანდშაფტი დაგხვდებათ: საუცხოო ხეები, ბუჩქები, ხასხასა და ფერადი ყვავილები, შადრევნები და ტბები, სადაც იხვებს, გედებსა და კუებს შეხვდებით.

კომოს ტბა

თუ მილანში მოგზაურობთ და დროც საკმარისი გაქვთ, აუცილებლად გაემგზავრეთ კომოს ტბაზე. მილანიდან მატარებლით 1 საათში ნამდვილ იტალიურ სამოთხეში აღმოჩნდებით. კომოს ტბა ულამაზესი ქალაქებით არის გარშემორტყმული, სადაც ნახავთ იტალიისთვის დამახასიათებელ კლდეზე განლაგებულ ფერად სახლებს, ულამაზეს ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებს და თქვენს თვალწინ ნებისმიერ ადგილზე მოხვედრისას ულამაზესი გარემო და ხედები გადაიშლება.

ლა სკალა

ლა სკალას ოპერის სახლი მილანის კულტურული სიმდიდრეა. ოპერა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ოპერის მომღერლებსა და კომპოზიტორებს მასპიძნლობს. თუ წარმოდგენას ვერ დაესწრებით, შეგიძლიათ შენობა დაათვალიეროთ, რაც ნამდვილად ღირს. ამასთანავე, შეგიძლიათ ეწვიოთ ლა სკალას მუზეუმს, რომელიც რომელიც ინახავს ანტიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, კოსტუმებს და ლა სკალას ყველაზე ცნობილი კომპოზიტორების პორტრეტებს.

მინი იტალია

ლეოლანდია (Leolandia) იტალიის ყველაზე პოპულარული თემატური პარკია, სადაც ცნობილი იტალიური ნაგებობების 160-მდე მინიატურულ ნიმუშებს ნახავთ. აქ ასევე ნახავთ სხვადასხვა ლაივ წარმოდგენებს, ფერმას, აკვარიუმს, რეპტილიების სახლს და ატრაქციონებსაც კი. ლეოლანდიაში ნამდვილად შეძლებთ სახალისო და სასიამოვნო დროის გატარებას.

იტალიური სამზარეულო

ადგილობრივი კერძების დაგემოვნება მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ მხრივ ყველაზე სახელგანთქმულ ქვეყანას სტუმრობთ. მილანში კი ნამდვილად შეძლებთ უგემრიელესი იტალიური კერძების დაგემოვნებას.

Exit mobile version