ავიაბილეთები ყველაზე იაფად

10 რამ, რაც ფლორენციაში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

ფლორენცია

იტალიის ეს უმშვენიერესი ქალაქი – ფლორენცია ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და ისტორიული ქალაქი, რომელიც სავსეა საოცარი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით. ეს საოცარი ქალაქი ისეთი ცნობილი ადამიანების სახლს წარმოადგენდა, როგორებიც იყვნენ ლორენცო მედიჩი, დანტე, მიქელანჯელო, დონატელო და გალილეო.

თუ გინდათ დაუვიწყარი გახადოთ თქვენი მოგზაურობა, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ აქტივობებისა და სანახაობების შესახებ, რითაც ფლორენციას ახლოდან გაიცნობთ და შეიყვარებთ.

1. სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალი

სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი, დუომო, ქალაქის ნამდვილი სამკაულია. იგი თავდაპირველად 1436 წელს აშენდა, თუმცა მისი გასაოცარი წინა ფასადი მე-19 საუკუნემდე არ დასრულებულა. ძველი ქალაქის ცენტრში მდებარე კათედრალი შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის შუა საუკუნეების სხვა შენობებს შორის და თუ 463 საფეხურს აივლით, მოხვდებით ფლორენციის უმაღლეს წერტილში, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.

ტაძრის გარე და წინა ფასადი მონუმენტურია – დაფარულია თეთრი მარმარილოთი და წითელი, ვარდისფერი და მწვანე პოლიქრომული დიზაინით; მიუხედავად იმისა, რომ საკათედრო ტაძრის ინტერიერი საკმაოდ “ცარიელია”, ის მაინც მეტყველებს სიდიადეზე და გამოირჩევა რამდენიმე საინტერესო ნაწილით, როგორიცაა დიდი საათი და ბრწყინვალე “განკითხვის ფრესკა”, რომელიც ფარავს გუმბათის ქვედა მხარეს.

2. ჯოტოს სამრეკლო

ჯოტოს სამრეკლო

ბევრს მიაჩნია, რომ ჯოტოს სამრეკლო დუომოს ნაწილია, თუმცა ის ცალკე შენობაა. ეს სტრუქტურა არის გოთური არქიტექტურის ნამდვილი შედევრი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა ქალაქში.

სამრეკლო დაყოფილია ხუთ განსხვავებულ დონედ, კოშკის ექსტერიერი აღჭურვილია პოლიქრომული მარმარილოს დეკორაციით, რომელიც დუომოს მსგავსად, ასევე წარმოდგენილია ბრწყინვალე მწვანე და ვარდისფერ ფერებში. შენობას ფარავს ქანდაკებების, სხვადასხვა ნამუშევრისა და პანელის სიმრავლე, რომელიც რენესანსის ნამდვილ შედევრს წარმოადგენს.

დეკორაციის ნახვის გარდა, კოშკში ასვლაც შესაძლებელია. 414 საფეხურის ავლის შემდეგ, ფლორენციისა და დუომოს ფანტასტიკური ხედებით დატკობას შეძლებთ.

3. პალაცო ვეკიო

პალაცო ვეკიო

მიუხედავად იმისა, რომ დუომო არის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური შენობა, Palazzo Vecchio არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული შენობა ფლორენციაში. ეს ნაგებობა ფლორენციის რესპუბლიკის სინიორიას სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომ წლებში კი ის ქალაქის მერიად გადაკეთდა.

პალაცო 1299 წელს იმავე არქიტექტორებმა დააპროექტეს, რომლებიც მუშაობდნენ დუომოსა და სანტა კროჩეს ეკლესიაზე. კვადრატული დიზაინით და მრავალი კრუნულაციის მქონე შენობა თითქმის ციხეს ჰგავს, რომელსაც დიდი სამრეკლო ამშვენებს. წინა ფასადზე ჩანს ნიშნები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ოჯახებს და მნიშვნელოვან პიროვნებებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქალაქის ისტორიასთან.

4. პონტე ვეკიო

პონტე ვეკიო

ფლორენცია სავსეა ცნობილი შენობებით, პონტე ვეკიო კი ძალიან ცნობილი და ძველი ხიდია ქალქში. ისტორიულ ჩანაწერებში ის ჯერ კიდევ 996 წლით თარიღდება, მაგრამ მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.

მდინარე არნოზე მდებარე ხიდი გამოირჩევა მაღაზიების სიმრავლით, რომლებიც განლაგებულია ხიდის გვერდებზე და გვთავაზობენ საიუველირო ნივთებს, ხელოვნების ნიმუშებს და სუვენირებს.

5. სანტა კროჩეს ბაზილიკა

სანტა კროჩეს ბაზილიკა

სანტა კროჩეს ბაზილიკა უდაოდ ლამაზი და მიმზიდველი ნაგებობაა, რომელიც აშენებულია დუომოს პერიოდში. მას წინა ფასადი, დუომოს მსგავსად, ვარდისფერ, მწვანე და წითელ მარმარილოს პოლიქრომული პანელებით აქვს მორთული, რომელის საოცარ კონტრასტს ქმნის გაპრიალებულ თეთრ ქვასთან.

გარდა შთამბეჭდავი ექსტერიერისა, შენობაში წარმოდეგენილია მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი რენესანსის მხატვრებისა და მეცნიერების საფლავები, მათ შორის გალილეოს, მიქელანჯელოს და მაკიაველის.

6. უფიზის სასახლე და გალერეა

Uffizi Gallery Tour 4K | Galleria Degli Uffizi, Firenze

უფიზის სასახლე და გალერეა, რომელიც მდებარეობს Piazza della Signoria-სთან ახლოს, არის ცნობილი ხელოვნების მუზეუმი და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იტალიურ მუზეუმად ითვლება მსოფლიოში.

თავად შენობა საოცრებაა, რომლის შიდა ეზოში შეხვდებით რთული სვეტებისა და თაღების სერიას, რომლებიც მორთულია მარმარილოს ქანდაკებებით. მუზეუმში წარმოდგენილია რენესანსის ხელოვნების უზარმაზარი კოლექცია ისეთი ხელოვანებისგან, როგორებიც იყვნენ ბოტიჩელი, და ვინჩი, ტიციანი და რაფაელი.

აქ არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კოლექცია მსოფლიოში: და ვინჩის ქრისტეს ნათლობა, ბოტიჩელის მოგვთა თაყვანისცემა და კარავაჯოს მიერ შესრულებული ისაკის მსხვერპლშეწირვა.

7. პიაცა დელა სინორია

პიაცა დელა სინორია

პიაცა დელა სინორია ისეთივე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, როგორც დუომო და შეიცავს უამრავ შთამბეჭდავ შენობას და კლასიკური ხელოვნების ნიმუშებს. მოედანი მდებარეობს პიაცა დელ დუომოს სამხრეთით და ადვილად მისაგნებია მისი ცენტრალური მდებარეობის გამო.

პიაცას მთავარი სტრუქტურა ბრწყინვალე პალაზო ვეკიოა, თავისი უზარმაზარი საათის კოშკითა და დავითის და ჰერკულესის ფანტასტიკური ქანდაკებებით. სასახლის მარცხნივ არის ნეპტუნის შესანიშნავი შადრევანი, ხოლო მარჯვნივ ლოჯი დეი ლანზი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ულამაზეს რენესანსის ქანდაკებას, მათ შორის პერსევსს, მენელაოსს და ჰერკულესს. და ბოლოს, კოზიმო მედიჩის გრანდიოზული ქანდაკება ნეპტუნის შადრევანთან.

8. აკადემიის გალერეა

აკადემიის გალერეა

ფლორენციის აკადემიის გალერეა, რომელიც მდებარეობს პიაცა დელ დუომოსა და სან ლორენცოს ბაზილიკის სიახლოვეს, ძალიან მნიშვნელოვანი მუზეუმია.

გალერეა შეიცავს რენესანსის ხელოვნების შედევრებს, მათ შორის მიქელანჯელოს დავითის ორიგინალურ ქანდაკებას. გარდა ამ გენიალური ნამუშევრებისა, მუზეუმში ასევე განთავსებულია მიქელანჯელოს სხვა ქანდაკებებიც, რომლებიც დაყოფილია რამდენიმე სხვადასხვა საინტერესო დარბაზად.

აქ ასევე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ დიდი ისტორია, რომელიც მე -14 და მე -15 საუკუნეების ფლორენციას ეხება. და ბოლოს, აქ ასევე არის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი, რომელიც შეიცავს უამრავ ძველ და უნიკალურ მუსიკალურ გამოგონებას.

9. პალაცო პიტი

პალაცო პიტი

მდინარე არნოს სამხრეთ ნაპირზე მდებარე პალაცო პიტი 1400-იანი წლებიდან დგას, როგორც რენესანსის არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. მისი გრანდიოზული მოედანი, რომელიც მდებარეობს სასახლის წინ, იდეალურად აყალიბებს სიმეტრიულ წინა ფასადს.

მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ იტალიის სამეფო ოჯახის წევრები და ისეთი ძლიერი ოჯახები, როგორიცაა მედიჩები, სასახლე ახლა ფლორენციის უდიდესი სამუზეუმო კომპლექსია.

სასახლის შიგნით არის უამრავი სხვადასხვა გალერეა, რომლებიც შეიცავს რენესანსის ხელოვნების ნიმუშებს. მაგალითად, იუპიტერის ოთახი შეიცავს რამდენიმე საოცარ ფრესკას და ასევე რაფაელის ცნობილ ქალბატონს. სხვა ცნობილი მხატვრები, რომელთა ნამუშევრებსაც აქ იხილავთ, არიან ტიციანი, რუბენსი, კარავაჯო და ვერნონეზე.

10. ბობოლის ბაღები

ბობოლის ბაღები

ბობოლის ბაღები, რომლებიც დაკავშირებულია პალაცო პიტთან, უზარმაზარი და ლამაზია ადგილია. 45000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბაღები ერთ-ერთი უდიდესია ფლორენციაში და აქ გასეირნება ნამდვილი სიამოვნებაა.

მე-16 საუკუნეში შექმნილი ბობოლის ბაღები შეიცავს უამრავ სხვადასხვა განყოფილებას, მათ შორის მთავარი გაზონი შადრევნით და ობელისკით, ხეებს, მცენარეებს და ყვავილებს და რამდენიმე დიდ აუზს.

თუ გსურთ ქალაქიდან გაქცევა და განტვირთვა დამღლელი დღის შემდეგ, შეგიძლიათ ეწვიოთ ამ საოცარ ადგილს და დატკბეთ ულამაზესი დიზაინით.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ის ქალაქია, სადაც სასიამოვნოდ გაატარებთ დროს, ნამდვილად არ ცდებით!

ფლორენციის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version