Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2024 წლის ყველაზე დატვირთული საჰაერო მარშრუტები

ყველაზე დატვირთული ავიარეისები

საერთაშორისო კვლევითმა კომპანია OAG-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის ყველაზე დატვირთული საჰაერო მარშრუტების სია. მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საერთაშორისო მარშრუტი გახდა ჰონგ-კონგი-ტაიპეი, რომელიც მოიცავს 6.8 მილიონ ადგილს. მეორე ადგილზეა კაირო-ჯედა (5.5 მილიონი ადგილი), ხოლო მესამეზე სეული–ტოკიო (5.4 მილიონი ადგილი).

გლობალური ტოპ 10-ში უმეტესად წარმოდგენილია შუა და შორეული აღმოსავლეთის, ასევე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მარშრუტები. ევროპისა და ამერიკის სახელით, სიის მეათე ადგილს იკავებს ნიუ-იორკი-ლონდონის მარშრუტი 4 მილიონი ადგილით.

შიდა რეისებს შორის ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა სამხრეთ კორეის ჯეჯუ-სეულის მარშრუტი, რომელიც მოიცავს 14.2 მილიონ ადგილს. მეორე ადგილზეა ჯედა-რიადის შიდა რეისი საუდის არაბეთში (8.7 მილიონი ადგილი), ხოლო მესამეზე ბოგოტა-მედელინი კოლუმბიაში (6.6 მილიონი ადგილი).

აფრიკაში ყველაზე დატვირთული შიდა მარშრუტი იყო კეიპტაუნი-იოჰანესბურგი (5.1 მილიონი ადგილი), ჩრდილოეთ ამერიკაში – ვანკუვერ-ტორონტო (3.5 მილიონი), ევროპაში – ბარსელონა-პალმა დე მაიორკა (2.9 მილიონი ადგილი).

ქუთაისი ბარსელონა

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
26 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 746 -დან
18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 483 -დან
2 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 480 -დან
1 იანვარი 202715 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 525 -დან

 

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version